საწვრთნელი პროგრამის ორგანიზება

საწვრთნელი პროგრამის დაგეგმვას და მენეჯმენტს პერიოდზაცია ეწოდება. პერიოდიზაცია განისაზღვრება როგორც საწვრთნელი დატვირთვის ლოგიკური და შემოქმედებითი ვარიაცია ან მოთამაშისაგან პიკ შესრულების და ოპტიმალური ადაპტაციის მიღება(Turner, 2011).

მოცემულ პერიოდის ან საწვთნელი ბლოკების განმავლობაში წვრთნის, ვარჯიშის, შეჯიბრის დასვენების და აღდგენის დაგეგმილი ორგანიზება არის პერიოდიზაცია. ეს მწვრთნელს საშუალებას აძლევს რომ ეფექტურად დაგეგმოს კვირა,თვე ან წელი რათა მისი მოთამაშეებისაგან საუკეთსო ადაპტაციას და შესრულებას მიაღწიოს. ეს მას ასევე აძლევს საშუალებას რომ დროის მიხედვით დაგეგმოს წვრთნის ასპექტები და მოახდინოს მათი პრიორიტიზება. თუ პერიოდიზაციას სწორად გამოვიყენებთ ის ერთდროულად უნდა მოიცავდეს წვრთნის ადეკვატრურ სტრესს და შესაბამის აღდგენას და დროს უნდა i დავინახოთ/ვიხილოთ მოთამაშეების ფიზიკური, ტაქტიკური და ტექნიკური განვითარება.