დგომელა უკან გადახრა

ეს სკრინინგი აკვირდება უკან ნორმალურ გადახრას ანუ მხრებში, ხერხემალში და თეძოებში გაშლას. დგომელა უკან გადახრის შესასრულებლად, მწვრთნელი ბავშვს ფეხებით ერთად აყენებს და ფეხის თითები წინაა მიმართული. შემდგომ ბავშვი გამართულ მკალვებს პირდაპირ თავს ზემოთ სწევს. ამ პოზაში მდგომ მოთამაშეს მწვრთნელი სთხოვს, რომ იდაყვები ყურების გასწვრივ გააჩეროს და ასე მაქსიმალურად უკან გადაიხაროს და ამავე დროს წონასწორობა შეინარჩუნოს. ერთდროულად ხდება თეძოების წინ და მკლავების უკან უნდა მოძრაობა. დგომელა უკან გადახრის მოწყობა და შესრულება ქვემოთ მოცემულ ვიდეოშია ნაჩვენები.

დგომელა უკან გადახრის შესაფასებლად, თითოლეულ მომდევნო მოქმედებას მწვრთნელი ერთ ქულას აძლევს:

  • მკლავები ცდება ყურებს
  • მენჯის წინა ნაწილი ცდება ფეხის თითებს
  • ხერხემლის სიმეტრიული მრუდი
  • ბეჭები წვდება ან გადაცდება ქუსლებს