გამძლეობის განვითარება
ზოგიერთი მკვლევარი გვთავაზობს, რომ აქტიურ ბავშვებში მაღალი დონის წვრთნისა და აქტივობის გამო გამძლეობა არ უნდა იყოს ძირითადი საზრუნავი ბაშვის წვრთნის პორგრამაში (Joyce and Lewindon, 2104). გამძლეობა ზრდასრულებში ძალიან გაწვრთნადად რჩება და ბავშვების არასაკმარისად განვითარებულმა კარდიოვასკულარულმა და სასუნთქმა სისტემებმა შეიძლება არ მოგვცეს გამძლეოებაზე ოპტიმალურად ვარჯიშის საშუალება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს არ შეუძლია ვარჯიშით საკუთარი გამძლოების განვითრება. როგორც კვლევებმა აჩვენა, ბავშვობაში გამძლეობის 5–15 % მდე გაუმჯობესება არის შესაძლებელი (Kenny et al, 2015).
მიუხედავდ იმისა, რომ რაგბიში გამძლეობა მნიშვნელოვანია (ორივე: გრძელ მანძილებზე და მაღლი ინტენისობის დატვირთვების გამძლეობა), ფიზიკური უნარის საწვრთნელად ბავშვობა შეიძლება არ იყოს საუკეთსო დრო. ამ კვლევებმა აჩვენა რომ, იმ წვრთნამ რომელიც ფოკუსირებული იყო ბავშვების მოტორული უნარებისა და ძალის განვითარებაზე, არაპირადპირად გააუმჯობესა სირბილის მახასიათებლები. თუ ზოგადად რაგბის ვარჯიში საკმარისია ბავშვებში გამძლეობის მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად, არის კი მაშინ საჭირო მასზე ყურადღების გამახვილება და მის განვითარებაზე ცალკე დროის გამოყოფა? თუ მწვრთნელი გადაწყვეტს, რომ მის მოთამაშეებს არგებთ გარკვეული სახის გამძლეობის სამუშაოს შესრულება, მაშინ ვარჯიში უნდა იყოს მაღალი ინეტნსიობის და ინტერვალებზე დაფუძნებული, რათა მიუახლოვდეს თამაშის მოთხოვნებს და შეამციროს ბავშზე დაკისრებული გამძლეოების სამუშაოს მოცულობა. გამძლეობის კლასიკური წვრთნა, გრძელ მანძილებზე სირბილი, არ იქნება სასარგებლო მორაგბე ბავშვებისათვის. სირბილი მომთხოვნი საწვრთნელი რეჟიმია, სადაც მიწასთან კონტაქტის ძალები მოქმედებს ბავშვზე, რომელსაც შეიძლება ჯერ კიდევ არ ჰოქნდეს ამ ძალებთან გასამკლავებელი ძალა და მოტორული კონტროლი. თუ გამძლეობის გასაუმჯობესებალდ, როგორც საწვრთნელ მოთოდს, გრძელ მანძილზე ხშირ სირბილს ავირჩევთ, მაშინ შეიძლება ტრავმების რისკი გაიზარდოს.