გახურება, გაგრილება და მოქნილობა

ამ მოდულში წარმოგიდგენთ მოქნილობას და მოქნილობის საწვრთნელ მეთოდებს. მოქნილობა ნავარჯიშეობის ერთ ერთი მთავარი კომპონენტია და ამდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ადრეული ასაკიდან სათანადო ყურადღება დავუთმოთ. ამ მოდულში შევეხებით იმას თუ როდისაა მიზანშეწონილი საწვრთნელ პროცესში მოქნილობაზე მუშაობის ჩასმა.

აქვე წარმოგიდგენთ გახურების თეორიასა და პრინციპებს ბავშვებისათვის. აგრეთვე პრაქტიკულ მაგალითებსა და დავარჯშებს, რომლებიც გახურებისას შეიძლება გამოვიყენოთ ბავშვ მორაგბეებთან.

შევეხებით მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნებასა და მის მნიშვნელობას წვრთნაში. გაგაცნობთ ვარჯიშების პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც შეიძლება მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნებისათვის გამოვიყენოთ.

მოდულის ბოლოს მწვრთნელს უნდა შეეძლოს დაგეგმოს და შექმნას გახურებისა და მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნების ვარჯიშები რაგბის მოთამაშე ბავშვებისათვის. მწვრთნელს ასვე უნდა შეძლოს იმის დასაბუთება, თუ ვარჯიშის ეს ნაწილები რატომაა წვრთნისათვის მნიშვნელოვანი. მწვრთნელს ასევე უნდა ესმოდეს მოქნილობაზე ვარჯშის მნიშვნელობა იმ ასაკობრივი ჯგუფისა და იმ ეტაპისათვის, რომლსთვისაც განკუთვნილია საწვრთნელი პროცესი და იქ გამოსაყენებელი მოქნილობის ყველაზე ეფექტური ვარჯიშები.