ეფექტური გახურების (მოთელვა ) პრინციპები და სახელმძღვანელო წესები

ტრადიცულად ვარჯიშის წინა გახურება, როგორც წესი, მოიცავდა მცირე დროის დაბალი ინტენსიობის ვარჯიშს ისეთს ,როგორიცაა ძუნძული და მას მოჰყვებოდა სტატიკური გაწელვა. მრავალ მწვრთნელს სჯეროდა, რომ ასეთი სახის გახურება სასარგებლო იყო ტრავმების პრევენციისათვის და თამაშისა და ვარჯიშისასა უმჯობესებდა შსრულების დონეს. მართალია ასეთი სახის გახურება გაზრდის სხეულის ტემპერატურას, რაც გახურების ერთი-ერთი მთავარი მიზანია, სტატიკური გაწელვა (როგორც ზემოთ ვახსენეთ) შეზღუდავს მომდევნო შესრულებას, განსაკუთრებით სისწრაფესთან, სიმძლავრესთან და ძალასთან დაკავშირებულ ამოცანებში, რაც რაგბის ვარჯიშისათვის არაა სასურველი. ამავე დროს, ტრადიციული გახურება ძალიან უფერული და მოსაწყენია და შესაბამისად ვერ განაწყობს მოთამაშეებს მომავალი ვარჯიშისთვის. დღეისათვის, გახურების დროს დინამიური გაწელვაა რეკომენდებული. თუ გახურების მიზანია, რომ ბავშვი მომდევნო აქტივობისთვის მოამზადოს, მაშინ რამოდენიმე დინამიური გაწელვა და აქტივობა, რომელიც იმეორებს/ბაძავს მთავარ ვარჯიშს, დომინანტი უნდა იყოს გახურების ფაზაში. მოთელვა უნდა შესრულდეს უფრო დაბალი ინტენსვიობით ვიდრე მთავარი აქტივობები. უნდა იყოს სახალისო და გაზარდოს ბავშვების ჩართულობა. როდესაც ეფექტური გახურების შექმნას ვცდილობთ სასარგებლოა ვიცოდეთ რამდენიმე ზოგადი სახელმძღავნელო წესი:

  • იფიქრე თუ რა დაგჭირდება მთავარ ვარჯიშში და საწინააღმდეგო მიმართულებით იმუშავე
  • ისეთი აქტივობით დაიწყე, რომელიც საჭიროებს მოძრაობის უნარების ფართო ბაზას
  • გახურების აქტივობებში ჩართე გადაწყვეტილების მიღება
  • გახურების აქტივობებში ჩართე ოსტატობის უნარების გამეორება
  • გახურების განმავლობაში ინტენისობა თანდათან გაზარდე (Marshall, 2011)

სამი მთავარი ეტაპი, რომლებიც ბავშვის გახურებაში შეიძლება ჩავრთოთ, არის:

  1. ზოგადი ფუნდამენტური მოძრაობის აქტივობა( მინი თამაში რომელიც დაბალიდან საშუალომდე ინტენსიობისაა) რომელიც ფუნდამნეტური მოძრაობის უანრების ვარჯიშის საშუალებას იძლევა
  2. დინამიური გაწელვის ფაზა სადაც ვასწავლით და ვასრულებთ ( კუნთების ) რამოდენიმე ჯგუფის გაწელვას
  3. მოძრაობის აქტივობები, რომელიც ბაძავს/იმეორებს მომავალ სავარჯიშო აქტივობას მოძრაობისა და ძალისხმევის ინტენსივობის მხრივ.

მომდევნო ნაწილებში მოცემულია აქტივობებისა და ვარჯიშების მაგალითები, რომლებიც დინამიური გაწელვის სახით შეიძლება ჩავრთოთ 1 და 3 ეტაპებზე.