ადრეული და დაგვიანებული მომწიფება
მომწიფების ტემპი და გადრატეხვის სზპ–ს დაწყება ბავშვებში ძალიან ცვალებადია. ადრე მომწიფებადი ინდივიდები შემდეგ ნაირად განისაზღვრება.ბავშვი რომელიც მის გარდატეხვიის ასაკის ზრდის სპურტს იწყებს 1,5–2 წლით ადრე ვიდრე გვიან მომწიფებადი ბავშვები ( Lloyd and Oliver 2012). კვლევებმა აჩვენა რომ ზრდასრულის საბოლოო სიმაღლე არ არის დამოკიდებული იმაზე ბავში ადრეულად მომწფდება თუ გვიან ,მაგრამ ადრე მომწიფებადი ბავშვი მოიპოვებს გამოკვეთილ ფიზიკურ უპირატესობას. ადრე მომწიფებად ბავშვებს ოთხმაგი ფიზოლოგიური უპირატესობა შეიძლება ჰქონდეთ გვიან მომწიფებად თანაგუნდელებთან შედარებით (Canada sport Institute 2014). რადგანაც რაგბი ფიზკური სპორტია და ის ბავშვები რომლებიც ფიზიკურად ადრე ვითარედებიან, ხშირად მიიჩნევიან როგორც უფრო მეტი იმედის მომცემი. ამან კი შეიძლება ხელი შეუწყოს გვიან მომწიფებადი ბავშვების იგნორირებას და გუნდებში არ შერჩევას . ანაც არასაკმარის მაღალი ხარისხის ვარჯიშების რაოდენობის მიღებას ვიდრე უფრო იმედის მომცემი ადრე განვითარებული ბავშვები იღებენ.
მაგრამ ამავე დროს ეს იმ ბავშვის განვითარებისთვის შეიძლება იყოს ხელისშემშლელი რომელიც ადრე მომწიფდება. განსაკუთრებით ისეთ ფიზიკურ სპორტში როგორიც რაგბია. ადრე განვითარებული ბავშვი უფრო მეტად შეიძლება დაეყრდნოს მის ზომის,სისწრაფის და ძალის უპირატესობას ვიდრე განივითაროს კარგი ტექნიკური და ტაქტიკური უნარები(ოსტატობა). ეს კი მისი როგორც მორაგბის განვითარებაში ხელისშემშლელი იქნება რადგანაც როცა ის ასაკობრივ გუნდებში და დონეებში პროგრესირებს სხვა ბავშვები და მოზარდები ფიზიკურად გავნითარედებიან, ამსობაში კი ადრე მომწიფებულ ბავშვს უკევ აღარ ექნება ზომისა და ძალის უპირატესობა. როდესაც მისი ზომისა და ძალის უპირატეოსბა გაქრება და მისი ტექნიკური და ტაქტიკური უნარები კი საკმარისად არ იქნება განვითარებული, იმედის მომცემი ადრეულად მომწიფებული ბავშვი შეიძლება არახელსაყრელ გარმოში აღმოჩნდნეს.
მანამ სანამ ზომა და ძალა აშკარა უპირატესობაა მნიშვნელოვანია რომ მწვრთნელმა გაითვალისწინოს გრძელ ვადიანი ხედვა ,განსაკუთრებით მორაგბე ბავშვის სათამაშო პერიოდის ადრეულ ეტაპებზე, იმისთვის რომ მისი მოთამაშეების ოპტიმალურ განვითარებას შეუწყოს ხელი.
ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად ზოგიერთ სარაგბო ლიგებსა და შეჯიბრებებში მოთამაშეების შერჩევა წონების მიხედვით ხდება,ვიდრე უფრო ტრადიციული ასაკობრივი ჯგუფებით.თუ მოთამაშე განსაზღვრული წონის გარეთაა მაშინ ის მის შესაბამის წონაში უნდა ავიდეს ან ჩამოვიდეს რათა მსგავსი აღნაგობის ბავშვებთან ითამაშოს.ეს ძალიან კარგი გზა შეიძლება იყოს წესების დაცვისა გრძელ ვადიაინ პერსპექტივაში და ამავე დროს ცადოს ზემოთ წამოჭრილი პრობლემების მოგვარება. შოტლანდიური რაგბი იყენებს წონისა და ხელის ჩავლების ძალის ტეტსის შედეგებს იმისთვის რომ გააარკვიოს შეუძლია თუ არა ნორჩ მოთამაშეს უფროსთა გუნდში თამაში. ასევე წინდადადება იყო რომ გვიან მომწიფებულ მოთამაშეებს ეთამაშათ რაგბი შვიდი რათა მათ საშუალება ჰქონოდათ რომ მანამ სანამ განვითარდებოდნენ და მომწიფდებოდნენ რაგბის ნაირსახეობა ეთამაშათ( WRU 2017).