ვარჯიში თამაშისათვის და ვარჯიში მოგებისათვის ეტაპები
ამ იერიდან ამ ეტაპებს ყურადღება უფრო მეტად ვარჯიშის განვითარებისთვის ფაზიდან ვარჯიშს შეჯიბირისათვის გარემოზე გადააქვთ და იდეალურ შემთხვევაში კი შეჯიბრის მოგებაზე. ეს ეტაპები ფარავენ 16 დან ზემოთ ასაკებს მამრებში და მდედრებში კი 15 წლის ზემოთ ასაკებს.
აგვგ მოდელის ამ ეტაპების მთავარი მიზანია წინა ეტაპებში შექმნილი“ძრავის“ ოპტიმიზება, შეჯიბრისათვის სწავლა და მოთხოვნის შესაბამისად შესრულება( Canada sport Institute, 2104) შეჯიბრისათვის წვრთნის ფაზაში რეკომენდებულია მეტი სპეციალიზებული, პოზიციის შესაბამისი წვრთნის გავლა რათა ათლეტი შეჯიბრის მოთხოვნებისათვის ადეკვატურად მოემზადოს(Balyi and Hamilton 2004). პერიოდიზაციის პორცესსა და ფიზიკურ ვარჯიშში მეტი ინდივიდუალიზაცია( პროგრესული საწვრთნელი გეგმის ლოგიკური სტრუქტურიზება) ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება (Balyi and Hamilton 2004
რაგბის მოთამაშეს სჭირდება რომ ფიზიკური შესაძლებლობების ფართო დიაპაზონი განავითაროს იმისთვის რომ მოედანზე წარმატებული იყოს და ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ მას კარგად სტრუქტურიზებული ფიზიკური წვრთნის პროიგრამა ჰოქნდეს რათა მოხდეს ფიზიკური ადაპტაცია. ამ ფაზაში შესაფერისი აღდგენის გეგმა უფრო მნიშვნელოვანი ხდება რადგანაც თამაშის ბუნება მოითხოვს თამაშში .უფრო მეტ ფიზიკურობასა და კონკურენტუნარიანობას.
მოგებისათვის წვრთნის ფაზა ათლეტის განვითარების ბოლო ეტაპია( Balyi and Hamilton 2004). აქ იგულისხმება რომ ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური უნარები (ოსტატობა) შესაბამისადაა განვითარებულ– დახვეწილი და ახლა მოთამაშეები შესრულების მაქსიმიზაციაზე ვარჯიშობენ რათა გაიმარჯვონ( Canada sport Institute, 2104). სპორტის შედეგებზე ორიენტირებული ბუნებიდან გამომდინარე ზოგიერთს მიაჩნია რომ მოგებაზე პრიორიტიზება მოთამაშეების განვითარებაში ადრიდანვე უნდა მოხდეს. მოთამაშეები ადრეული ასაკიდანვე შეიძლება მოხვდნენ მუდამ მომგები და მაღალ დოენეზე შემსრულებელი გუნდების ელიტური განვითარების სისტემებში თუ პრფესიონალურ აკადემიებში. მოთამაშის განვითარებაში მოსაგებად ვარჯშის ფაზის მოგვიანებით ქონა არ ნიშნავს იმას რომ მოგება მნიშვნელოვანი არ იქნება განვითრების ეტაპების დასაწყისში. აგვგ თეორიული მოდელი გვაძლევს იდეალურ სიტუაციას სადაც ოსტატობა და ფიზიკური უნარი სრულადაა განვითარებული და მხოლოდ შემდგომ ხდება მოგება პრიორიტეტი.