შედარებითი ასაკის ეფექტი

შედარებითი ასაკის ეფექტი ის ფენომენია რომელიც გვეუბნება რომ ის მოთამაშეები რომლებიც დაბადებულნი არიან ასაკობრივი გუნდის ზედა ზღავრის პირველ სამ თვეში,მათ როგორც მოთამაშეებს ძალიან ხშირად უპირატესობა ენიჭებათ შერჩევასა და განვითარებაში ( Roberts and Fairclough, 2012). ეს კავშირშია ზემოთ განხილულ მოთამაშეების მომწიფებისა და განვითარების პრობელემებთან.მაგალითად თუ რაგბის ასაკობრივი გუნდის ზედა ზღვარი იწყება 1 სექტემბერს, მაშინ მოთამაშე რომელიც 3 სექტემბერს არის დაბადებული მას განვითარებაში ერთი წლის დამატებით დრო შეიძლება ჰქონდეს ვიდრე იმ მოთამაშეს რომელიც იგივე ასაკობრივ გუნდშია ოღონდ დაიბადა აგვისტოში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ის ფაქტი რომ რაგბი ფიზიკური თამაშია იმას ნიშნავს რომ ზომა და ძალა ხშირად იმის განსმაზღვრელია თუ ვის შეარჩევენ გუნდები,აკადემიები და ელიტური განვითარების ჯგუფები. იმ მოთამაშეს რომელსაც ბედმა გაუღიმა და შესარჩევი თარიღის დაწყებისთანავე დაიბადა დიდი ალბათობით ზომასა და ძალაში უპირატესობა ექნება იმიტომ რომ უფრო მეტი დრო ჰქონდა განვითარებისა და მომწიფებისთვის.

მწვრთნელებს შერჩევისას შეიძლება ტექნიკურად ძალიან ნიჭიეერი მოთამაშეები გამოჩრთეთ რომელებიც ფიზიკურად საკმარისად არ არიან განითარებულები და შესაბამისად ნაკლები შანსი ეძლევათ რომ თავიანთ ასაკობრივ ჯგუფში ითამაშონ. ლუისმა( Lewis et al 2015) დაადგინა რომ შვიდიდან ცხრამეტ წლამდე შედარებითი ასაკის ეფექტი უელსის მოზარდთა ყველა ასაკობრი კატეგორიაშია წრამოდგენილი. რობერტსმა და ფეირკლაფმა 2012 წელს ასევ დაადგინეს რომ შედარებითი ასაკის ეფექტის არსებობა ჩრდილო დასავლეთ ინგლისის ცამეტიდან 16 წლამდე მოზარდთა რაგბის ასაკობრივ ჯგუფებში.

რაგბის ბუნებიდან გამომდინარე ძალისა და ზომის მახასიათებლებს ყოველთვის ექნებათ მნიშვნელოვანი როლი ტალანტების ამოცნობასა და შერჩევაში, მაგრამ ტალანტების ადრეული ამოცნობისას ყურადღება უფრო მეტად უნდა გავამახვილოთ ტექნიკურ და ტაქტიკურ უნარებზე და ოსტატობაზე. მოთამაშეების ასაკის მატებსთან ერთად ფიზიკური მომწიფება და განვითარება შემდგომ თანდათნ თანაბრდება რაც ამცირებს ზომის ადა ძალის უპირატესობას.