თამაშის მოთხოვნები
ახალგაზრდა მოთამაშეებისათვის თამაშის მოთხოვნების სპეციფიზება რთულია რადგანაც 13– დან 18 წლამდე დიდი ასაკობრივი დიაპაზონი გვაქვს. დიდი ალბათობით სხვადასხვა ფიზიკური მოთხოვნები აშკარაა 17–18 წლის ასაკისა და 13–14 წლის ასაკის მოთამაშეებს შორის ,მაგრამ ორივე ასაკობრივი კატეგორია მოზარდად მოისაზრება. მომდევნო საკითხი ისაა რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში თამაშის მოთხოვნების შესახებ კლვევები ისეთი უხვი არაა როგორც უფროსებში.მაგრამ მიუხედავად ამ გამოწვევებისა ,არსებული ინფორმაცია მწვრთნელებს საშუალებას აძლევს რომ ამ მოთამაშეების ფიზიკურ მოთხოვნებთან მიმართებაში მიიღონ გარკვეული სახემლღვანელო რჩევები.
რაგბი მულტი აქტივობების თამაშია სადაც თამაშის განმავლობაში მრავალი განსხვავებული ფიზიკური მოქმედებები სრულდება სხვადასხვა ინტენსიობით. სათამაშო პოზიცია თამაშის შეჯიბრის დონე და ფორმატი გავლენას იქონიებს ფიზიკურ მოთხოვნებზე.
გუნდურ სპორტებში ფიზიკური მოთხოვნების და მოძრაობის მოანხაზების შესაფასებლად უმეტესად ჯიპიესის ხელსაწყო(GPS) გამოიყენება. ჯი პი ეს–ის გამოყენების შესახებ დაწვრილბით საუბარი დიდების ონალინ სასწავლო მოდულში იქნება, მაგრამ აქაც არსებობს რამოდენიმე კვლევა მოზარდთა რაგბიში ჯიპიესის გამოყენებით. კერძოდ ფენტერის და კოლეგების კვლევა (2011 წ) შეეხო სამხრეთ აფრიკის 19 წლამდე ელიტარულ მოთამაშეებს რომელმაც 5 თამაშის განმავლობაში ცადა რომ ამოეცნო თამაშის ფიზიკური და მოძრაობის მახასიათებლები. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეჯამებულია ამ კვლევის შედეგები.
პირველ ხაზეელი მორკინლები | მესამე ხაზელი მორკინლები | შუამარბები | გარე მარბები | |
---|---|---|---|---|
დგომაში დახარხული დროის % | 21 | 23 | 20 | 20 |
სიარულში დახარჯული დროის % | 42 | 46 | 53 | 60 |
ძუნძულში დახარჯული დროის % | 26 | 23 | 20 | 15 |
სირბილში დახარჯული დროის % | 9 | 6 | 6 | 3 |
სპრინტში დახარჯული დროის % | 0.42 | 0.42 | 0.26 | 1.15 |
მაქსიმალურ სპრინტში დახარხული დროის % | 0.06 | 0.05 | 0.06 | 0.06 |
თამაშში დაფარული საშუალო მანძილი(მეტრები) | 4672 | 4302 | 4307 | 4597 |
ამ კვლევის შედეგები აჩვენებენ რომ მოედანზე მოთამაშეები ყველა პოზიციაზე დროის უმეტეს ნაწილს დაბალი ინტენსიობის სამუშაოში ატარებენ, სიარული, ძუნძული ,დგომა.ეს უცნაურად შეიძლება მოგვეჩევნოს რადგანაც რაგბი მაღალი ინტენსიობის თამაშად მიიჩნევა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია თამაშის წყვეტილი ბუნებიდან გამომდინარე. მოძრაობის ეს ნიმუშები ასევე არ ითვალისწინებს ძალიან მაღალი ინტენსიობის აქტივობებს, ბოჭვას,შერკინებას ,მოლში და რაქებში მუშაობს, ამიტომ მოთამაშე ჯიპიეს მონიტორზე შეიძლება ძალიან ჩქარა არ მოძრაობდეს მაგრამ ის მოედანზე ძალიან მაღლი ინტენსიობის სამუშაოს შეიძლება ასრულებდეს. ამ კვლევამ ასევე გაუსვა ხაზი იმას რომ მესამე ხაზელები ყველაზე მეტ შეჯახებაში იყვნენ ჩართულნი ხოლო უკანა ხაზელები(ფრთები და 15) კი ყველაზე ნაკლებში. 10 ჯ(ჟ) ძალაზე მეტის შეჯახებები იყო ყველაზე მაღალი პირველ ხაზლეებსა და შიდა ცენტრებს(12 ნომერი) შორის. ეს უცნაურად შეიძლება ჩანდეს ,მაგარამ შიდა ცენტრები ხშირად შეჯახებებში უფრო დიდი სიჩქარით შედიან ვიდრე პირველ ხაზელები და ეს შეჯახების ძალას მნიშვნელოვანდ ზრდის.
ფან დერ ბერგის კვლევა(Van der berg 2013) შეეხო პროვინციულ დონეზე სამხრეთ აფრიკის 18 წლამდე 7 კაცას მოთამაშეებს.პროვინციის ტურნირის განმავლობაში მათ 160 მოთამაშე გამოიკვლიეს და თამაშების განმავლობაში მათზე თვალის სადევნებლად ჯიპიესები გამოიყენეს.მათ დაადგინეს რომ საშუალოდ მოთამაშეები 662 წამს სიარულში ან დგომაში ხარჯავდნენ 60 წამ სირბილთან შედარებით. ეს ასევე მუოლოდნელი შეიძლება ჩანდეს რადგანაც 7 კაცა როგორც ძალიან მაღალი ფიზიკური გამოწვევბის თამაშის ისე მიიჩნევა, მაგრამ როგორც ზედას ამ კვლევასაც არ გაუთვალისწინებიათ რაგბი 7–ის სხვა ინტენსიური ფიზიკური უნარები. ამ კველავაში მუშაობა დასვენების თანაფარდობად დაადგინეს 1:17.6 რაც ბევრად გამოიყურება , მგარმ ის მხოლოდ მოთამაშეების მოძრაობაზეა დაფუძნებული და არ ითვალისწინებს რაგბის სხვა ფიზიკურ უნარებს.