ჰახურება

გახურება სათამაშოდ ან სავარჯიშოდ მომზადებისათვის მნიშვნელოავანი ნაწილია. ბავშვის ონლაინ სასწავლო მოდულში გავეცანით გახურებას ,მაგრამ მოთამაშის ზრდა განვითარებასთან ერთად უფრო მეტად სტრუქტურირებული და ორგანიზებული გახურება შესრულებისათვის უფრო სასარგებლო იქნება. გახურების მიზანია რომ სხეული მომავალი ასპარეზობისათვის მოამზადოს.

გახურების მთავარი ნაწილები შეიცავს:

  • ზრდის სხეულის ტემპერატურას
  • თამაშში გამოსაყენებელი მთავარი კუნთების და სახსრების მობილიზებას და აქტივაციას
  • გახურების ინტენსიობის თანდათნ გაზრდას

გახურება ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ მას ხშირად გამოტოვებენ ან ნაჩქარევად გაივლიან ხოლმე რათა სხვა აქტივობებზე გაამახვილონ ყურადღება.კარგად დაგეგმილი და განხორცილეებული გახურება მომავალი აქტივობისთვის ნიადაგს ამზადებს და ამ მხრივ ტრავმების რისკის შეამცირება შეუძლია. მას ასევე შეუძლია რომ მოთამაშეს მომავალი თამაშისა თუ ვარჯიშსათვის ფოკუსირებაში მენტალურად მომზადებაში დაეხმაროს.

როდესაც გახურებას ვქმნით გახურების ეტაპების შემოკლებული დასახელება ე.წ რამპი R.A.M.P არის ის რაც გვჭირდება რომ დავიმახსოვროთ Raise, Activate, Mobilise, Potentiate. მომატება, აქტივაცია/გააქტურობა, მობილიზება, პოტენცირება.