მაქსიმალური სისწრაფე

მაშინ როდესაც აჩქარება სისწრაფის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზაა რაზეც რაგბი უნდა ფოკუსირდეს ,თამაშის დროს გავქვს მომენეტები როდესაც მაქისმალური სისწრაფის მიღწევის უნარი იქნება საჭირო(Rumpf et al 2016). გუნდურ სპორტების მოთამაშეებში ნამდვილი მაქსიმალური სისწრაფე არის ყველაზე მაღალის სიჩქარე რომელის მიღწევაც როგორც წესი 30 მეტრის შემდგომ შეიძლება (Kale et al ,2009). ეს უკანა ხაზელებისთვის უფრო მეტად შეიძლება იყოს შესაბამისი(Deutsch et al 2006).ამიტომ ყველა მოთამაშისათვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მაქისმალური სიჩქარის ვარჯშების შესრულება. მაგალითად ა მოთამაშეს ბ მოთამაშეზე უფრო მაღლი მაქისმალური სიჩქარე აქვს. ქვემაქსიმალური სიჩქარით სირბილის დროს ბ მოთამაშე უფრო ახლოს იქნება მის მაქსიმალურ სიჩქარესთან ვიდრე ა მოთამაშე. ეს კი იმას ნიშნავს რომ ა მოთამაშე უფრო ნაკლები ძალისხმევას გამოიყენებს ქვემაქსიმალურ დოენზე რადგანაც მას უფრო მაღალი მაქს. სისწრაფე აქვს და ამიტომაც ის უფრო ეფექტური/ქმედითია ქვემაქსიმალურ სისწრაფეებზე. ტრავმების პრევენციიის თვალთახედვიდან ასევე მნიშვნელოვანია მაქს. სისწრაფეების ვარჯიშების შესრულება. მაქსიმალური სისწრაფით სირბილის დროს კიდურების ტრიალის სისწრაფე და კუნთების შეკუმშვა ექსტრემალურად მაღლია და ის სხეულს დიდი დოზით სტრესავს(Jeffs, 2014) მწვრთნელებმა მაქსიმალური სისწრაფე უნდა ვარჯიშონ რათა მოთამაშეები იმ სპეციფიურ მოთხოვნებს მიეჩვიონ რომელიც სხეულზე მოდის და ცადონ ტრავმების რისკის შემცირება.

მოთამაშე როდესაც სპრინტის მაქსიმალური სიჩქარის ფაზაშია სხეული უფრო გამრათული იქნება და ნაბიჯის სიგრძე და სიხშრე სისწრაფეს ერთად შეუწყობს ხელს (Bompa aდ Haff 2009). მაქსიმალური სპრინტისას მოთამაშის სისწრაფეს განსაზღვრას მოთამაშს ტერფის მიწასთან ძალიან მცირე კონტაქტის დროს მიწაში ჩაქსოვილი ძალის ოდენობა(Bompa and Haff 2009). ტერფი მიწას პირდარადირ მოთამაშის სიმძიმის ცენტრის ქვეშ ან მის ოდნავ წინ უნდა შეეხოს. თუ მოთამაშე ზედმეტად გრძელ ნაბიჯს გადადგამს და ტერფი მოთამაშეზე ბევრად წინ იქნება მაშინ უფრო დიდი დამამახურუჭებელი ძალა ჩაირთვება და მოთამაშე ვერ შეძლებს მაღალი სისწრაფის მიღწევას. თეძოს ,მუხლის და კოჭის სამმაგი გაშლა მოთამაშეს წინ წაიყვანს და შემდგომ კი ეს სახსრები მოიხრება რათა მუხლი მოთამაშის წინ გავიდეს იმისთვის რომ ფეხი/ტერფი მიწასთან მორიგი კონტაქტისათვის მოემზადოს. ქუსლი დუნდულთან რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს მაშინ როდესაც ფეხი მიწასთან მორიგი კონტაქტისთვის მოსამზადებლად უკან წავა (ისე როგორც ქვემოთა სურათშია ნაჩვენები) ეს ფეხს საშუალებას აძლევს რომ რომ მიწასთან მორიგის კონტაქტის წინ სწრაფად დაუბრუნდეს თავის ადგილს(Bompa and Haff, 2009).