ნაწილი ბ
წონასწორობის სავარჯიშოები მოძრაობის კონტროლისა და ქვედა ტანსა და შუა წელში სტაბილურობის განსავითარებლად
ცალ ფეხზე წინ გადახრა
მისვლა: 1 გამეორება: 6 / ფეხზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- დადექით ცალ ფეხზე და ოდნაც მოხარეთ ამ ფეხის მუხლი
- მენჯიდან ნელ-ნელა გადაიხარეთ წინ, სანამ მენჯი მიწის პარალელური არ იქნება
- წონასწორობის შენარჩუნებასთან ერთად გაიმართეთ
ძირითადი მინიშნებები:
- გამაგრებული შუატანი
- მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
- მუხლი ტერფს ზემოთ
უკან ხტომა და გაშეშება
მისვლა: 1 გამეორება: 6 / ფეხზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- გადახტით უკან და დაეშვით იმავე ფეხზე, რომლიდანაც ახტით
- ნახტომის დისტანცია იმდენად შორი უნდა იყოს, რომ მართვის და წონასწორობის შენარჩუნება გამოწვევა იყოს
ძირითადი მინიშნებები:
- გამაგრებული შუატანი
- მოდუნებული მუხლები
- მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე