ნაწილი დ

მიწაზე დაშვების, მიმართულების ცვლის და პლიომეტრიული სავარჯიშოები სიმძლავრის და კონტროლის განსავითარებლად

შატლი კვარდატის კიდემდე
მისვლა: 1 გამეორება: 2 / მიმართულებაზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • დადექით ფეხებით მხრების სიგანეზე
  • მწვრთნელის ნიშანზე, მობრუნდით და გაიქეცით კვადრატის კიდემდე
  • კიდიდან 2 -3 ნაბიჯის დისტანციაზე, ჩადგით გარეთა ფეხი და მკვეთრად მოტრიალდით საწყისს პოზიციაზე
ძირითადი მინიშნებები:
  • მკერდი მაღლა
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
  • მუხლი ტერფს ზემოთ

ორი ფეხიდან გადაბმული წინ ხტომა
მისვლა: 1 გამეორება: 2
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • გადახტით რაც შეიძლება შორს და პირდაპირ
  • გამოიყენეთ ხელები წინ ნახტომის დასაგრძელებლად
  • ეცადეთ ნახტომებს შორის ფეხებით მიწასთან კონტაქტი მინიმუმამდე დაიყვანოთ
ძირითადი მინიშნებები:
  • მკერდი მაღლა
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
  • მოდუნებული მუხლები