ნაწილი დ
მიწაზე დაშვების, მიმართულების ცვლის და პლიომეტრიული სავარჯიშოები სიმძლავრის და კონტროლის განსავითარებლად
გაქცევა, ნაბიჯი და პოზის დაჭერა
მისვლა: 1 გამეორება: 2 / გვერდზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- ადგილიდან, აჩქარდით სრულ სისწრაფის 50 % მდე
- დაიწყეთ ერთი ფეხიდან და გადახტით გვერდზე, რომ დაეშვათ საპირისპირო ფეხზე
- განაგრძეთ პირდაპირ სირბილი და ცვალეთ მარჯვენა და მარცხენა ფეხიდან გადახტომის მხარე
ძირითადი მინიშნებები:
- გამაგრებული შუატანი
- მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
- მოდუნებული მუხლები
დაჭერა და ხელკვრა
მისვლა: 1 გამეორება: 3 / მიმართულებაზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- წყვილებში, დადექით ერთმანეთის პირისპირ ისე, რომ მარჯვენა მხრები ერთმანეთს უყურებდნენ
- დაასვენეთ მარჯვენა ხელი მეწყვილის მარჯვენა მხარზე და მიეყრდენით მეწყვილის ხელს
- მძლავრი მიწოლის ხარჯზე, სარაგბო ხელკვრის მსგავსად, მოშორდით მეწყვილეს
- დაიჭირეთ ტანი მეწყვილის საპირისპირო ხელით და ოდნავ მოხრილი იდაყვით
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
- გამაგრებული შუატანი