როგორ გავიგო მეტი Activate-ის შესახებ?

 

არსებობს ინფორმაციის რამდენიმე წყარო, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი Activate-ის შესახებ:

 

Activate-ის ვებსაიტი

ამ ვებსაიტზე მოცემულია პროგრამის მინიშნების ბარათების ასლები, რომლებიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქვემოთ მოცემული ბმულების მეშვეობით და განკუთვნილია პროგრამაში მონაწილე მწვრთნელებისთვის. აქ ასევე მოცემულია თითოეული ინდივიდუალური სავარჯიშოს სადემონსტრაციო ვიდეოები, ასევე სესიების მაგალითები, სადაც გამოიყენება Activate-ის სავარჯიშოები, რაც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით ამ პროგრამის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით.

ჩამოტვირთეთ Activate-ის მინიშნების ბარათები 15 წლამდე მონაწილეთა პროგრამისთვის

ჩამოტვირთეთ Activate-ის მინიშნების ბარათები 16 წლამდე მონაწილეთა პროგრამისთვის

ჩამოტვირთეთ Activate-ის მინიშნების ბარათები 18 წლამდე მონაწილეთა პროგრამისთვის

ჩამოტვირთეთ Activate-ის მინიშნების ბარათები ზრდასრულ მონაწილეთა პროგრამისთვის

 

გამოქვეყნებული კვლევა

თუ გსურთ გაიგოთ მეტი Activate-ის პროგრამასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შესახებ, შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა ნაშრომებზე, რომლებიც გამოქვეყნებულია კვლევის გვერდზე.

 

დაესწარით ვორკშოპს

ვორკშოპებზე ფიზიკური დასწრება შესანიშნავი გზაა იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა შესთავაზოთ Activate-ის პროგრამა თქვენს მოთამაშეებს, ის ასევე საშუალებას მოგცემთ სხვა მწვრთნელებთან ერთად მეგობრულ გარემოში გაიაროთ პრაქტიკული მომზადება ამ პროგრამის რეალიზაციასთან დაკავშირებით. ვორკშოპი ასევე მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას პროგრამის შესახებ და დაგეხმარებათ თქვენი კლუბის ან სკოლის რაგბის პროგრამაში Activate-ის ინტეგრაციის დაგეგმვაში. 

ვორკშოპები ტარდება ყველა რეგიონში და მას ხელმძღვანელობს ტრენინგისა და განათლების სფეროს აკრედიტებული პერსონალი. ის ხელმისაწვდომია როგორც დამოუკიდებელი 90 წუთიანი ვორკშოპის სახით ან ინტეგრირებულია World Rugby Level 1 Coaching 15s და 7s კურსებში, ასევე Level 1 Conditioning for Children, Youth, and Adult კურსებში. თუ დაინტერესებული ხართ Activate-ის ვორკშოპზე დასწრებით, უნდა დაუკავშირდეთ თქვენი კავშირის ტრენინგის მენეჯერს, რომელიც მოგაწვდით რჩევას მომავალი ვორკშოპების ან კურსების ხელმისაწვდომობის შესახებ.

ქვემოთ მოცემული ვიდეო კლიპი გვიჩვენებს, თუ როგორ ხდება Activate-ის რეალიზაცია მსოფლიო რაგბისა და რეგიონალური ასოციაციის ტრენინგისა და განათლების პერსონალის მეშვეობით.