ბოჭვისათვის მზაობა - გზამკვლევი უსაფრთხო და ეფექტური ბოჭვის ტექნიკის შესასწავლად

მოთამაშეთა უსაფრთხოება მსოფლიო რაგბის პირველი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად ვმუშობთ, რომ უზრუნველვყოთ დაინტერესებულ მხარეთა წვდომა რესურსების ფართო სპექტრით უზრუნველყოფილ მაღალი ხარისხის თანამედროვე წვრთნასა და განათლებაზე, რათა დავეხმაროთ მათ თამაშ უფრო უსაფრთხო და ხარისხიანი გახადონ. თამაშში საშუალოდ 176 ბოჭვა კეთდება, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთამაშეს (მწვრთნელს) შეეძლოს შეასრულოს (ასწავლოს) ბოჭვა უსაფრთხოდ და ეფექტურად. ბოჭვისათვის მზაობა გვაწვდის სიღრმისეულ ჩარჩოს, რომელიც კონცენტრირდება ხუთ ძირითად ეტაპზე, რომლებიც თვითონ იშლება ოსტატობის ძირითად ინდიკატორებად.

პროგრამის მიზნები.

პროგრამის მიზანია, გააღრმაოს ცოდნა რაგბისათვის მზაობა ში მოცემული უსაფრთხო ბოჭვის ტექნიკის შესახებ და ხელი შეუწყოს მოთამაშეებისა და მწვრთნელების ტექნიკური ცოდნისა და ოსტატობის ამაღლებას. პროგრამა საშუალებას მიცემს მწვრთნელებს, დეტალურად გაანალიზონ, ასწავლონ და შეაფასონ მოთამაშეების ინდივიდუალური ბოჭვის უნარები და დანერგონ თავიანთ გუნდებში ხარისხიანი და უსაფრთხო ბოჭვის კულტურა.

რა სარგებლობა მოაქვს ბოჭვისათვის მზაობას?

ბოჭვისათვის მზაობის მიზანია უნივერსალური ტერმინოლოგიის დადგენა. იგი საშუალებას აძლევს მწვრთნელებსა და მოთამაშეებს სიღრმისეულად გაეცნონ ეფექტური და უსაფრთხო ბოჭვისათვის აუცილებელ პირობებს. ის აცნობს მწვრთნელებს და მოთამაშეებს ბოჭვის სპეციფიურ ეტაპებს, ოსტატობის ძირითადი ინდიკატორების დეტალური აღწერით, რომლებიც ხელს უწყობენ მბოჭავისა და ბურთიანი მოთამაშის უნარების გაუმჯობესებას. სასურველია მწვრთნელებმა შეძლონ რესურსის გამოყენება თავიანთი ამჟამინდელი სამწვრთნელო მეთოდების შესაფასებლად, რაც მათ დაეხმარება ბოჭვის სასწავლო პროგრამის დახვეწაში. პროგრამის სწორად გამოყენება გააუმჯობესებს მოთამაშეების ტექნიკურ ცოდნას, სიზუსტეს, თვითდაჯერებულობას და ბოჭვისადმი ფსიქოლოგიურ მზაობას, რაც თავის მხრივ ბოჭვას უფრო უსაფრთხოს გახდის ვარჯიშისა და თამაშის დროს, როგორც მბოჭავის ასევე ბურთიანისთვის.

როგორ გამოიყენება „ბოჭვისათვის მზაობა“?

ხუთი ფაზა მიესადაგება ყველა დონის მოთამაშეს, ყველა ასაკობრივ თუ სპორტულ დონეზე, დაწყებული ახალგაზრდა დამწყები მოთამაშეებით, დამთავრებული პროფესიონალებით. ხუთი ფაზა მოიცავს სპეციფიურ ვარჯიშებს და აქტივობებს, რომელთა მიზანია დაეხმაროს მოთამაშეებს ფუნდამენტურად გაიუმჯობესონ შესაბამისი უნარები მათი ასაკისა და მომზადების დონის გათვალისწინებით.

„ბოჭვისათვის მზაობა“ ადგენს ბოჭვის საბაზისო ტექნიკისათვის აუცილებელი მოძრაობების თანმიმდევრობას და გარდაქმნის მათ უბრალო სტატიკური ფორმიდან კომბინირებული დინამიური მოძრაობების ერთობლიობად.

„ბოჭვისათვის მზაობა“ გამოიყენება ნებისმიერი ასაკისა და ოსტატობის დონის მოთამაშისათვის. იგი უნდა ისწავლებოდეს გლობალური მიდგომით, დამხმარე პერსონალის მონაწილეობით (თუ ხელმისაწვდომია მაგ. ფიზმომზადების მწვრთნელი, სამედიცინო გუნდი, ფსიქოლოგი), რომ სარაგბო კლუბში დამკვიდრდეს ე.წ. „ბოჭვის კულტურა“.