ერთი ერთზე ბოჭვა - წინიდან

როდესაც მბოჭავი უახლოვდება ბურთიანს წინიდან. მან შექმნილი სიტუაციიდან და ბურთიანის სხეულის პოზიციიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოს კონტაქტის შესაბამისი დონე. (შენიშვნა. ბურთიანმა შესაძლოა ბოჭვამდე შეცვალოს სხეულის პოზიცია). ბოჭვა შესაძლოა შესრულდეს დონე 1, 2 ან 3 დონეზე, მარცხენა ან მარჯვენა მხრის გამოყენებით.

ბოჭვა წინიდან დონე 1

ბოჭვა წინიდან დონე 2

ბოჭვა წინიდან დონე 3

შესაძლო დამატებითი ტექნიკური ილეთები:

კაუჭი და სახელური
  • როდესაც მბოჭავი წინიდან უახლოვდება ბურთიანს
  • ბურთიანი ახდენს კონტაქტს სიტუაციიდან გამომდინარე მარცხენა ან მარჯვენა მხრით 2 ან 3 დონეზე. თუ კონტაქტი ხდება მარჯვენა მხრით, მარჯვენა ხელი კაუჭივით ედება ბურთიანის ზურგს, მარცხენა ხელი(მუხლს უკან) მიწიდან წევს ბურთიანის ფეხს. მბოჭავს უკან აწვება ბურთიანი.
ბურთიანად შეკვრა
  • როდესაც მბოჭავი უმიზნებს ბურთიან მოთამაშეს და ბურთს წინიდან დონე 3 ზე და „ოფლოუდის“ არ დაშვების მიზნით, ბოჭვისას ერთდროულად კრავს ბურთიანის ხელებს და ბურთს.
  • აქცენტი უნდა გაკეთდეს „თვალის დისციპლინაზე“(მიზანზე კონცენტრაციის შენარჩუნება), „ბუნიკის“ ტექნიკასა და ბოჭვის მიმდინარეობისას კონტროლზე, თავი თავში კონტაქტის ან თამაშის წესების დარღვევის გამოსარიცხად.
მოკვეთა
  • მიზანია ბურთიანის დაუყოვნებლივ მიწაზე წაყვანა, სწრაფი, დაბალი და დინამიური ბოჭვის ქმედებით.
  • მბოჭავი კონტაქტს ახდენს მარცხენა ან მარჯვენა მხრით დონე 1 ზე.
  • მწვრთნელმა აქცენტი უნდა გააკეთოს სწორ მზადებასა და კონტაქტზე, „ლაზერული ფოკუსირებით“ სამიზნეზე და კონტაქტის, ხელის მოხვევის, ჩაჭიდების, მოჭიდების, აჩქარების და დასრულების სრულყოფილად შესრულებაზე, უსაფრთხო და წესების დაცვით ბოჭვის უზრუნველსაყოფად.
პასიური ბოჭვა
  • როდესაც ბურთიანის ინერციას ვერ აჩერებს მბოჭავი და ბოჭვა სრულდება ბურთიანის მცველის ზურგს უკან წაქცევით.
  • ეს ქმედება შეიძლება გაკეთდეს დონე 1, 2 ან 3 ზე
  • ეს არ არის დომინანტი ბოჭვა, თუმცა ის საკმაოდ ეფექტურია დაცვაში დროული დახმარების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.