მზაობა ბრეიქდაუნისთვის - გზამკვლევი უსაფრთხო და ეფექტური ბრეიქდაუნისთვის

მოთამაშეების კეთილდღეობა მსოფლიო რაგბის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ჩვენ განუწყვეტლივ ვმუშაობთ, რათა ყველა დაინტერესებულ პირს ქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის, თანამედროვე სავარჯიშო და განათლების შესაძლებლობებზე, რაც თავის მხრივ თამაშის გასაუმჯობესებლად უზრუნველყოფილია რესურსების ფართო სპექტრით. ერთ თამაშში დაახლოებით 150-180 ბრექიდაუნი ხდება, ამის გათვალისწინებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთამაშეს (და მწვრთნელს) შეეძლოს ეფექტურად შეასრულოს (და ასწავლოს) როგორც შეტევის, ასევე დაცვის ბრეიქდაუნი. მზაობა ბრეიქდაუნისთვის პროგრამა წარმოადგენს სიღრმისეულ ჩარჩოს, როგორც შეტევისთვის, ასევე დაცვისთვის, თითოეულს ოსტატობის ძირითადი ინდიკატორით (KPIs).

პროგრამის მიზნები.

პროგრამის მიზანია ბოჭვისადმი მზაობა პროგრამაზე დაფუძნებით, გააღრმაოს მოთამაშეების და მწვრთნელების შეტევითი და დაცვითი ბრეიქდაუნის ტექნიკური ცოდნა და ოსტატობა. ეს პროგრამა საშუალებას მისცემს მწვრთნელებს გააანალიზონ, ასწავლონ და შეაფასონ მათი მოთამაშეების ინდივიდუალური და კოლექტიური უნარები.

რა სარგებლობა მოაქვს მზაობას ბრეიქდაუნისთვის?

მზაობა ბრეიქდაუნისთვის მიზანია უნივერსალური ტერმინოლოგიის დადგენა. იგი საშუალებას აძლევს მწვრთნელებსა და მოთამაშეებს სიღრმისეულად გაეცნონ ეფექტური და უსაფრთხო ბრეიქდაუნისთვის აუცილებელ პირობებს. ის აცნობს მწვრთნელებს და მოთამაშეებს ბრეიქდაუნის სპეციფიურ ეტაპებს, ოსტატობის ძირითადი ინდიკატორების დეტალური აღწერით, რაც ხელს უწყობს მოთამაშის ინდივიდუალური და კოლექტიური უნარების გაუმჯობესებას. სასურველია მწვრთნელებმა შეძლონ რესურსის გამოყენება თავიანთი ამჟამინდელი ბრეიქდაუნის სამწვრთნელო მეთოდების შესაფასებლად, რაც მათ დაეხმარება ბრეიქდაუნის სასწავლო პროგრამის დახვეწაში. პროგრამის სწორად გამოყენება გააუმჯობესებს მოთამაშეების ტექნიკურ ცოდნას, სიზუსტეს, თვითდაჯერებულობას და ბრეიქდაუნისადმი ფსიქოლოგიურ მზაობას, რაც თავის მხრივ როგორც დაცვით, ასევე შეტევით ბრეიქდაუნში ბრძოლის უფრო უსაფრთხო შესრულებამდე მიგვიყვანს.

როგორ გამოიყენება მზაობა ბრეიქდაუნისადმი?

შინაარსი მიესადაგება ყველა დონის მოთამაშეს, რომელიც კონტაქტურ რაგბს თამაშობს (დამოკიდებულია რაგბის კავშირის მიერ ასაკობრივი კატეგორიის წესების ცვალებადობაზე), დაწყებული ახალგაზრდა დამწყები მოთამაშეებით, დამთავრებული გამოცდილი პროფესიონალებით. შინაარსი მოიცავს სპეციფიურ სავარჯიშოებს და აქტივობებს, რომლებიც დაეხმარება მოთამაშეებს ფუნდამენტურად გაუმჯობესდნენ და გვთავაზობს შესაბამის განვითარებებს.

მზაობა ბრეიქდაუნისადმი ადგენს უნარისთვის სპეციფიური მოძრაობის თანმიმდევრობებს, რომლებიც ბმაშია შეტევითი და დაცვითი ბრეიქდაუნის ძირეულ კომპონენტებთან და გარდაქმნის მათ უბრალო სტატიკური ფორმიდან დინამიური მოძრაობების ერთობლიობად.

მზაობა ბრეიქდაუნისადმი მიესადაგება ყველა ასაკისა და დონის მოთამაშეს და უნდა ისწავლებოდეს გლობალური მიდგომით, რაც გულისხმობს უსაფრთხო და ეფექტური ბრეიქდაუნის კულტურის შესაქმნელად სარაგბო კლუბში დამხმარე თანამშრომლების მის გამოყენებაში ჩართვას (თუ ხელმისაწვდომია მაგ. ფიზმომზადების სპეც., სამედიცინო სპეც., ფსიქოლოგი).