დაცვის ბრეიქდაუნის როლები და პასუხისმგებლობები

მბოჭავი

ყველაფერი იწყება მბოჭავით, რომელმაც მიზნად უნდა დაისახოს შეაჩეროს ბურთიანი მოთამაშე ან/და შეანელოს შეტევის წინსვლა. მბოჭავი უნდა ეცადოს მიწოლით ბურთიანი მოთამაშე მისი ჩათვლის მოედნისაკენ ან მიმყოლი მოთამაშეებისაგან შორს წაიყვანოს. მბოჭავი აქტიურად უნდა შეეცადოს შეუზღუდოს გამოსავალი ბურთიან მოთამაშეს, კონტაქტში დომინანტობის ხარჯზე. ბოჭვის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მბოჭავს რამოდენიმე არჩევანი გააჩნია:

  • შეასრულოს ბოჭვა, შემდეგ გადაგორდეს აღმოსავლეთ/დასავლეთით ბოჭვის ორთაბრძოლიდან
  • შეასრულოს ბოჭვა, შემდეგ იბრძოლოს ბურთისათვის
  • შეასრულოს ბოჭვა, შემდეგ ეცადოს ბურთის ხაზზე გადავლით კონტრ-რაქის თამაში.

ბრექიდაუნის თანმდევი პასუხისმგებლობები

მბოჭავს გააჩნია შემდეგი პასუხისმგებლობები, რომლებიც აუცილებლად თამაშის წესების დაცვით უნდა განახორციელოს:

  • შეაჩეროს ბურთანი მოთამაშის სივრცეში შეტევა
  • აღკვეთოს ბურთიანი მოთამაშის მიერ მისი პირობებით მიწაზე წასვლა.
  • აღკვეთოს ბურთიანი მოთამაშის მიერ მისი პირობებით ბურთის პრეზენტაცია
  • მოახდინოს ბურთიანი მოთამაშის დესტაბილიზირება მიწაზე
  • დაასრულოს ბოჭვა ბურთიანის ზემოდან, გადაგორდეს წესების დაცვით, შემდეგ იბრძოლოს ან ითამაშოს კონტრრაქზე, თუ გარემოება ხელს უწყობს.

ოსტატობის ძირითადი ინდიკატორები

იხილეთ ბოჭვისათვის მზაობა რესურსი ოსტატობის ძირითადი ინდიკატორები.