შესავალი რაგბისადმი მზაობაში

ყველას, ვინც რაგბის თამაშის ორგანიზებაშია ჩართული, აქვს მოთამაშეებზე ზრუნვის ვალდებულება. „რაგბისთვის მზაობის“ პროგრამა გამიზნულია კარგი ვარჯიშის/წვრთნის და წილის მქონეებისთვის ცოდნის ასამაღლებლად, რათა მათ დაეხმაროს კონტაქტური სპორტისათვის დამახასიათებელი რისკების მენეჯმენტში და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღებაში.

რაგბის თამაში

კვლევებმა აჩვენა, რომ კვრიაში 180 წუთიანმა ინტენსიურმა ფიზიკურმა აქტივობამ, ჯანსაღი კვებასთან ერთად, შეიძლება შეამციროს სიცოცხლისთვის საშიში ისეთი დაავადებების ალბათობა როგორიცაა: გულისიხლძარღვთა დაავადება, გულის შეტევა, მაღალი წნევა, დიაბეტი და კიბოს ზოგიერთი ფორმა. რაგბი, მისი სხვადასხვა ფორმებით, სხვადასხვა ფიზიკური მონაცემების, ოსტატობის, სქესის და ასაკის მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, რომ მართვად და სახალისო გარემოში ინტენსიურად ივარჯიშონ.

რაგბის თემს ყველა ასაკის მოთამაშეებისთვის გრძელვადიანი განვითარეების (მგვგ) პროგრამა აქვს გამზადებული თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც ხელს უწყობს მოთამაშეების ინდივიდუალური მოლოდინებისა და სპორტულ ამბიციების რეალიზაციას. აქედან გამომდინარე მოთამაშეებს გააჩნიათ არჩევანი: მათ შეუძლიათ რაგბი მხოლოდ სახალისოდ ითამაშონ ან მეორე გზა აირჩიონ და განივითარონ საკუთარი ინდივიდუალური უნარები და თამაშის ტექნიკური ასპექტების ცოდნა ბავშვების დონიდან დაწყებული, ელიტარული დონით დამთავრებული

რაგბი ხალისის გარდა საშუალება გვაძლევს, რომ ინტენსიურად ვივარჯიშოთ. ეს თამაში ისეთ ფასეულობებს ემყარება რომლებიც მოთამაშეებს სოციალურ და მორალურ კონტექსტში ანვითრებს. თამაშის მთავარი ფასეულობებია:

  • სამართლიანობა (integrity) -  სამართლიანობა თამაშის უმთავრესი ღირებულებაა და ის პატიოსნებითა და სამართლიანი თამაშით წარმოიქმნება.
  • ვნება (passion)- რაგბის მოთამაშეებს თამაშის მიმართ უდიდესი ენთუზიაზმი აქვთ. რაგბი წარმოქმნის აღგზნებას, ემოციურ კავშირს და რაგბის გლობალური ოჯახისადმი კუთვნილების გრძნობას.
  • სოლიდარობა (solidarity)- რაგბი გამაერთიანებელს სულიკვეთებას ქმნის, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში დამეგობრების, ამხანაგობის, გუნდურ მუშაობისა და ლოიალურობის წინაპირობაა, რომელსაც არ გააჩნია კულტურული, გეოგრაფიული, პოლიტიკური და რელიგიური საზღვრები.
  • დისციპლინა (discipline) - დისციპლინა თამაშის განუყრელი ნაწილია მოედანზე თუ მის მიღმა და ეს გამოიხატება წესების, რეგულაციებისა და რაგბის ძირეული ფასეულობების დაცვაში
  • პატივისცემა (Respect) – თამაშისთვის უზენაესია თანაგუნდელების, მეტოქეების, მსაჯებისა და რაგბიში ჩართული ყველა სხვა პირის პატივისცემა

რაგბისადმი მზაობის დანიშნულება

რატომაა „რაგბისადმი მზაობა“ საჭირო?

რაგბის თამაშობს ორი 7,10 ან 15 კაციანი გუნდი, რომლებიც ფიზიკურიად იბრძვიან ბურთისთვის. ამის გამო თამაში ატარებს ტრავმის რისკებს.



კვლევებმა გვაჩვენა ამ რისკების წყაროების, ბუნება და მაგნიტუდა.



რაგბის თამაშში ჩართული ყველა ადამიანის პასუხისმგებლობაა ამ რისკების მისაღებ დონეებზე ცოდნა და მართვა.

რა არის მისი მიზანი?

რაგბისადმი მზაობის მიზანია, დაინტერესებული პირებისათვის რაგბის თამაშთან დაკავშირებული რისკების გაცნობა და მათთვის ვარჯიშის სწორად წარმართვის ცოდნის გაღრმავება.

ვისთვისაა გამიზნული?

რაგბისადმი მზაობა, როგორც რესურსი, შექმნილია სარაგბო პროცესის ყველა პოტენციური მონაწილისათვის. მათ შორის მოთამაშეების, მწვრთნელების, მსაჯების, მშობლების, პირველადი დახმარების სპეციალისტების და თამაშის თუ ვარჯიშის დღეს მოთამაშეებისა და მწვრთნელების დამხმარე მოხალისეებისთვის.

როგორ გამოვიყენოთ რაგბისადმი მზაობა

რაგბისადმი მზაობა ხელმისაწვდომია სამ პლატფორმაზე:

1. სახელმძღვანელო

2. ონლაინ სასწავლო პროგრამა

3. პირადად დასასწრები კურსი

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი ცალკეულად ეფექტურია, მათი ეფექტურობა გაცილებით უფრო გაიზრდება თუ სამივე ამ პლატფორმას ერთად გამოვიყენებთ.

რაგბიში ჩართული ყველა მონაწილისათვის რეკომენდებულია ონლაინ სასწავლო პროგრამის შევსება.

ვებგევრდი საშუალებას იძლევა, რომ ტექსტი წაიკითხო, უყურო ვიდეო მასალას და შეავსო ონლაინ თვით შემოწმებადი ტესტი, რომლის წარმატებით შევსების შემთხვევაში გეძლევათ აღქმის სერთიფიკატი.

პირადად დასასწრებ კურსში მონაწილეობა განსაკუთრებით რეკომენდირებულია იმ პირებისათვის ვინც უშუალოდაა ჩართული სათამაშო პროცესში – მოთამაშეები, მწვრთნელები, მსაჯები და თამაშის ოფიციოზი, პირველადი დახმარების სპეციალისტები და ა.შ. პირადად დასასწრები პროგრამა ხშირად რაგბისადმი მზაობის ონლაინ კურსზე, თამაშის ელემენტებზე და მიღებული ცოდნაზე აგებს პრაქტიკულ გამოცდილებას. პირადად დასასწრები კურსი მრავალი ფორმატით და კონტექსტით შეიძლება ჩატარდეს.

ამის შესახებ შენს რაგბის კავშირს ექნება შესაბამისი პროცედურები და პოლიტიკა. თუკი შენ შენს რაგბის კავშირთან გსურს დაკავშირება, დეტალები ამ მისამართზე შეგიძლია ნახო: www.world.rugby/member-unions

მსოფლიო რაგბი და ეროვნული კავშირები მონაწილეებს ხელს უწყობენ ცოდნის რეგულარულ განახლებაში.

რაგბისადმი მზაობა თამაშის ყველა ფორმატს მიესადაგება, მათ შორის 15 ,10 და 7 კაცა ფორმატებში.

მსოფლიოს რაგბის სახელმძღვანელო დამწყებთათვის

თუ შენ რაგბიში სრულიად ახალი ხარ, ჩვენი რეკომენდაცია იქნება წაიკითხო მსოფლიო რაგბის სახელმძღვანელო დამწყებთათვის.

პასუხისმგებლობის მოხსნა

This Rugby Ready product has been developed in the context of the laws applying to accident and injury prevention and medical practice in Ireland and the information and guidelines incorporated on these matters are made available strictly on the basis that World Rugby (including its operating entity World Rugby Limited and other associated entities) does not accept any liability to any person or entity for loss, cost or damage howsoever arising out of any reliance on and/or use of the information and/or guidelines contained in this Rugby Ready product.