თამაშთან დაკავშირებული მაღლი ინეტენსიობის ინტერვალებით წვრთნა
მაღალი ინტენსიობის ინტერვალებით წვრთნა მაღალი ინტეტსიობის სამუშაოს პერიოდებს(მაქისმუმ ძალისხმევის დაახლოებით 90%)მოიცავს, რასაც დასვენების დრო მოჰყვება. დასვნებების პერიოდი დროში 10 წამიდან–4 წუთამდე შეიძლება შეიცვალოს, და სერიები და გამეორებები როგორც წესი საკმაოდ ცოტაა(Hoffman et al, 2014
რაგბისთვის შეგვიძლია ის მანძილები და დროები რომლებიც მაღალი ინტენსიობის ინტერვალებში გამოიყენება დავაწყვილოთ რათა ისინი თამაშში გამოყენებულ ძალისხმევებს დავამთხვიოთ, რომლებიც მოძრაობის დროის ანალიზისა და ჯიპიეს კვლევებმა მოგვცა და რომლებზეც ადრე ვისაუბრეთ. ამან რეგულარული მაღლი ინტენსიობის ინტერვალებით წვრთნა თამაშთან დაკავშირებულ მაღალი ინტენსიობის ინტერვალებით წვრთნად შეიძლება აქციოს.
მაღალი ინტენსიობის ინტერვალებით წვრთნამ აჩვენა რომ ის დროსთან მიმართებით გამძლოების გაუმჯობესების ეფექტური გზაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ვარჯიშის დრო შეზღუდულია(Hoffman et al,2014).ამავე დროს ის მოთამაშეზე საერთო სავარჯიშო მოცულობას ამცირებს, რომელიც აღდგენისა და ადაპტაციიისათვის შეიძლება იყოს სასარგებლო. მაღლი ინტენსიობის ინტერვალებით წვრთნა სხვადასხვა საწვრთნელ ხერხებში შეიძლება გამოვიყენოთ.სირბილი, ნავზე ვარჯიში, ველოსიპედი მორაგბემ ყველა მათგანი შეიძლება გამოიყენოს. ველოსპიედი და ნავი დამატებით სიკეთეს გავაძლევნ რადგანაც მოთამაშე ფეხზე არ დგას რაც იმას ნიშნავს რომ სირბილთან შედარებით ნაკლები დატვირთვა ექნება სხეულზე. ესკი ფიზიკური მზაობის წვრთნის შესანარჩუნებლად სასარგებლო იქნება, მაშინ როდესაც სახსრებზე გავლენას ვამცირებთ, და ისეთ სპორტში როგორიც რაგბია ფასეული იარაღია.
ამას დამატებით რაგბის თამაშის მანძილების და სისწრაფეების დამთხვევით მწვრთნელს შეუძლია რომ თამაშთან დაკავშირებული სხვადასვხა აქტივობები ჩართოს რათა მაღალი ინეტნსიობის ინტერვალებით წვრთნა თამაშის მოთხოვნებთან უფრო მეტად სპეციფიური გახადოს. აქტივობები რომლებიც შეიძლება შესრულდეს მოიცავს ნებსიმერ აქტივობას რომელიც თამაშში ნათლად სჩანს. ისინი მოიცავს : წინააღმდგობებით მძლავრი აჩქარებები,კონტროლირებადი ბოჭვა, მიწაზე დაწოლა ადგომა.მოთამაშის მიწაზე დაჭერა, მოთამაშის გაწევა/მიწოლა, ჭიდაობა და ჩაბღუჯვის /ჩავლების სამუშაო. რაგბის თამაშის ყველაზე გამომწვევი პერიოდები მოიცავს მაღალი ინეტნსიობის სირბილს დაწყვილებულს ერთ ან მუფრო მეტ ზემოთ აღნიშნუილ აქტივობასთან.შესაბამისად ამ აქტივობების კომბინირებით ჩვენ მოთამაშეებს თამაშისთვის ფიზიკურად და სპეციფიურად ვამზადებთ. თდმიიწ –ს ზოგიერთი მაგალითი ქვემოთ მდებარე ვიდოებშია მოცემული. მომდევნო ვიდეოები გვაჩვენებს ერთ ინტერვალს რომელიც შეიძლება სერიების და გამეორებების ვარიაციებში გავიმოეროთ, რაც მოთამაშეების ფიზკური მომზადების დონეზე იქნება დამოკიდებული.