მხრის მობილურობის ტესტი

რაგბის სათამაშოდ აუცილებელია ჯანმრთელი , მობილური და სტაბილური მხრები, რადგანაც თამაშის დროს ისინი მოძრაობის ფართო დიაპაზონში მუშაობენ. ამავე დროს ისინი ბოჭვის დროს საკუთარ თავზე დიდი დარტმის ძალას იღებენ. მხრის მობილურობის ტესტი მარტივი ტესტია რათა გავარკვიოთ მოთამაშეეეებს აქვთ თუ არა მხარს კარგი მოქმედების სიფართე და მოძრაობის სიმეტრია. ამ ტესტის ჩასატარებელი და შემდგომი გადასადგმელი ნაბიჯები ქვემოთ მოცმეულ ვიდეოშია ნაჩვენები(Cook, 2010):

  • მაჯიდან უგრძესი თითის წვერამდე გავზომოთ მოთამაშის ხელის სიგრძე
  • მოთამაშეს ფეხები ერთად უდევს და ორივე ხელის მუშტებს კრავს ისე რომ ცერა თითები მუშტის შიგნით მოიქციოს
  • მოთამაშე ცდილობს რომ ერთდროულად რაც შეიძლება შორს მისწვდეს,ერთი მუშტით კისერს უკან ხოლო მეორეთი კი ზურგს უკან
  • ხელებს შორის ორ უახლოეს წერტილებს შორის გავზომოთ მანძილი
  • თუკი მუშტები ერმანთისგან ერთნახევარი მუშტის მანძილზე მეტად არ არიან დაშორებულნი მაშინ მოთამაშეს მხრებში კარგი მობილურობა აქვს.

თუ მუშტები ერთნახევარი მუშტზე მეტ მანძილზე არიან ერთმანეთთან დაშორებულნი ანაც თუ მოძრაობის დროს მოთამაშე ტკივილს გრძნობს მაშინ მას მხრის ცუდი მობილუროაბა აქვს.

ამას გარდა კიდევ არსებობს მხრის კლირენსის ტესტი რომელიც მოთამაშეებში მხრის ტკივილს და მხრის სავარაუდო მოწეწკვებას(იმპინჯმენტს)ამოწმებს . ამ ტესტის შესასრულებელი და მომდევნო ნაბიჯები ქვემოთა ვიდეოშია ნაჩვენები:

  • მოთამაშე ხელის გულს საწინააღმდეგო მხარზე იდებს
  • შემდეგ მოთამაშე იდაყვს რაც შეიძლება მაღლა სწევს და ამავე დროს ხელის გულის მხარზე უდევს
  • თუკი მოძრაობისას ტკივილი იგრძნობა მაშინ მხრის მოწეწკვება შეიძლება იყოს მიზეზი და ამიტომ მოთამაშე დამატებით ფიზიოთერაპევტმა უნდა გასინჯოს

მხრის კლირენსის ტესტი

გამოსასწორებელი ვარჯიშები

მხრის ამოვარდნა–მოთამაშე გამართული პოზიციაში დგას, ხელში ჯოხი უჭირავს და შემდგომ ჯოხს თავსზემოთ სწვეს მერე მას თავზე გადაიტარებს ისე რომ გამართული ზედა ტანის პოზიცია არ გააფუჭოს. მხრის ცუდი მობილურობის მქონე მოთამაშეს ჯოხის უფრო ფართოდ ჩავლება დასჭირდება მაგრამ მხრის მობილურობის გაუმჯობესებასთან ერთად მასჩავლების სიგანე შეუძლია დაავიწროვოს და უფრო მეტად გამოწივიოს საკუთარი მხრის მობილურობა.