აქტიური სტარტი

ეს ის ეტაპია, რომელიც თავდაპირველ აგვგ მოდელში არ იყო მოცემული, მაგრამ რაც შეიძლება ადრეულ ასაკში ფიზიკური აქტივობის დაწყების მნიშვნელობამ განახლებულ ვერსიებში ამ ეტაპის ჩართვა გამოიწვია. ეს ეტაპი მოიცავს გოგონებსა და ბჭებში 0–6 წლამდე ასაკს. ამ ეტაპის მთავარი მიზანია ბავშვმა ისწავლოს ფუნდამენტური მოძრაობები და დააკავშიროს ისინი თამაშთან. (Canada Sport Institute, 2014).

ეს ეტაპი მნიშვნელოვანია ბავშვის მოტორული განვითარებისათვის. რუდიმენტული /ჩანასახოვანი მოძრაობის ნიმუშები, ისეთი როგორიცაა ხოხვა და გორაობა ქმნის და აძლიერებს კავშირს ტვინსა და კუნთებს შორის. ეს რუდიმენტული მოძრაობები საფუძველს უქმნის ფუნდამნეტურ მოძრაობის უნარებს და საბოლოოდ კი ათლეტის სპეციფიური მოძრაობის ოსტატობას. ბავშვების მცირე ასაკიდანვე ფიზიკურ აქტივობაში და თამაშში ჩაბმის წახალისებით, მწვრთნელი მოთამაშეს საკუთარი თავის თვითშეფასებას უყალიბებს და საფუძველს უყრის ბავშვის ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას. ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით ტვინისა და კუნთის კავშრის განვითარება, საერთო მოტორული უნარების, კოორიდნაციის, პოზის/სხეულის მდგომარეობისა თუ ბალანსის განვითარება თამაშისა და ფიზიკური აქტივობების მეშვეობით, ბავშვის სპორტული ცხოვრების ძალიან კარგი დასაწყისია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ეტაპი ძირითადად თამაშსა და საერთო მოტორულ უნარებს შეეხება, ფორმალური წვრთნა არაა საუკეთესო ვარიანტი. მწვრთნელებმა ან, უფრო დიდი ალბათობით, მშობლებმა ბაშვებს საშუალება უნდა მისცენ, რომ ისინი ფიზიკურად აქტიურები იყვენენ და ისეთ აქტივობებში ჩარეთონ, რომელიც მათ მოძრობის უნარებს განავითარებს. ასეთ ფიზიკურ აქტივობებში შეიძლება ჩავრთოთ სარაგბო უნარები და თამაშები, რათა ბავშვს სპორტის ეს სახეობა და მისთვის დამახასიათებელი მოძრაობები გავაცნოთ, მაგრამ მთავრაია, რომ ბავშვებს თამაშის მეშვეობით მივცეთ სწავლის საშუალება.