მოდულის სამახსოვრო(შეჯამება)
ამ მოდულში წარმოვადგინეთ მოძრაობის ფუნდამნეტური უნარების განსხვავებული კატეგორიები და მათი გამოყენება სარაგბო პრაქტიკაში. თითოეული მოძრაობის ფუნდამენტური უნარების თითოეულ კატეგორიაში აქტივობების პრაქტიკული მაგალითები გაჩვენეთ რათა ისინი მწვრთნელებმა საკუთარ მოთამაშეებთან გამოიყენონ.
შევეხეთ მოძრაობის ათლეტურ უნარებს და ნავარჯიშეობის შესაძლებლობის განვითარებას მოძრაობის ფუნდამნეტურ უნარებთან ერთად, რადგანაც ეს უნერები ბავშვისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს მათ ზრდასა და მოწიფულებასთან რაგბის თამაშის განმავლობაში.
ვისაუბრეთ ბავშვებისათვის ძალის ვარჯიშებზე და ხაზი გავუსვით იმას, რომ ძალაზე ვარჯიშები ძალიან სასარგებლო და უსაფრთხოა ბავშვებისაათვის და შეუძლია დაეხმაროს მათ ტრავმების ალბათობის შემცირებასა და შესრულების გაუმჯობესებაში, მათი ზრდისა და მომწიფების პარალელურად.
მწვრთნელებს ვურჩევთ, რომ განავითარონ და აქტიურად ჩართონ მოძრაობის ფუნდამნეტური და ათლეტური უნარები მათ საწრთნელ პროგრამაში.