მოძრაობის უნარის კომპეტენციის ეტაპები
მოძრაობის უნარის შესაფასებლად ჩვეულებრივ ოსტატობის კომპეტენცის სამი ეტაპი გამოიყენება.
ეს ეტაპები გალაჰიუმ და დონელლიმ აღწერეს 2007 წელს (Gallahue and Donnely 2007):
- კომპეტენციის დამწყები /საწყისი ეტაპი მოძრაობის ფუნდამენტურ უნარებში
- კომპეტენციის საშუალო ეტაპი მოძრაობის ფუნდამენტურ უნარებში
- კომპეტენციის მოწიფული ეტაპი მოძრაობის ფუნდამენტურ უნარებში
კომპეტენციის საწყის ეტაპად 2–3 წლის, საშუალო ეტაპად 3–5 წლის, ხოლო მოწიფულ ეტაპად 5–7 წლის ბავშის კომპეტენციის მოსალოდნელი დონე მიაჩნიათ ( Gallahue and Donnely 2007). აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ ეს ასაკობრივი დიაპაზონები თეორიულია და იგულისხმება, რომ ბავშვი მფუ - ს იყენებს ვარჯიშებში. ასევე საინეტერსოა ის, რომ კვლევების მიხედვით მრავალი ზრდასრული შეიძლება მხოლოდ საშუალო ეტაპზე იყოს ისეთ ფუნდამენეტურ უნარებში, როგორიცაა დაჭერა, სროლა, ფეხის ან რაიმეს დარტყმა საგნისათვის. ისინი ამ ეტაპამდე ძირითადად მომწიფების ხარჯზე მივიდნენ, მაგრმა არასაკმარის ვარჯიშის, წახალისების და მითითებების გამო, ვერ მიაღწიეს მოწიფულობის ეტაპს.
ფუნდამნეტური უნარის განვითარების საწყის ანუ დამწყების დონეზე, ბავშვი ან ახალგაზრდა მოთამაშე აკეთებს ამოცანის შესრულების პირველ, დაკვირვებად და მიზანმიმართულ მცდელობებს. ამ ეტაპს ახასიათებს შედარებით მოუხეშავი არაკოორდინირებული მოძრაობები. მაგალითად რაგბის ბურთის დაჭერა ამ ეტაპზე შეიძლება ცოტა მოუხერხებელი ჩანდეს. უნარების კოპმპეტენციის საწყის ეტაპზე, ბავშვი ბურთის დაჭერის მცდელობისას ეცდება, რომ ბურთი ტაშის შემოკვირის ან ხელების ფართოდ მოქნევით დაიჭიროს. ბურთი ბავშვს მკლავებიდან შეიძლება ჩამოუვარდეს ან გაუძვრეს მკლავებში ანაც ბავშვი შედარებით წარმატებული შეიძლება იყოს ბურთის clasping(ხელის ჩავლება)მოძრაოაბით დაჭერაში, მკლავების ფართოდ მოქნევის მეშვეობით. მოძრაობის შესრულება შეიძლება რითმულად არ იყოს კოორდინირებული.
საშუალო ეტაპი ძირითადად დამოკიდებულია მოწიფულობასა და იმაზე თუ რამდენად აქტიურადაა ჩართული ბავშვი გადაადგილებების, მანიპულაციასა და კოორდიანციასთან დაკავშირებულ დავალებებში. საწყის და მოწიფულების ეტაპებს შორის გარდამავალ პერიოდში კოორდინაცია და რითმული შესრულება უმჯობესდება და ნორჩი ბავშვი იძენს უკეთეს კონტროლს მოძრაობებზე. მგარამ ამ ეტაპზე მოძრაობები გარკვეულწილად მოუხეშავი და მოქნილობის ნაკლებობის მქონე შეიძლება გამოჩნდეს. ამ ეტაპზე ბურთის დაჭერისას ბავშვი ხელებს წინ წევს და ბურთის მიწვდომისას მეტ მოქნილობას ავლენს ვიდრე მანამდე, clasping(ხელის ჩავლება) სახის მოძრაობის დროს. პრაქტიკასთან ერთად ბავშვი უფრო მეტად კომპეტენტური გახდება ნასროლი ბურთის დაჭერის დროს მის გულში ჩაკვრაში/ჩახუტებაში.
განვითარების მოწიფულობის დონეს ახასიათებს მოძრაობის ხავერდოვანი, ძალდაუტანებელი თანამიმდევრობა, მოძრაობის თარგის ყველა ნაწილის ინტეგრაცია ერთ კარგად კოორდინირებულ, მექანიკურად გამართულ და ქმედით მოქმედებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეტაპი მიუსადაგეს 5–7 წლის ბავშვებს, ზოგიერთიმა მოთამაშემ შეიძლება ვერასოდეს მიაღწიოს მოძრაობის უნარის განვითარების მოწიფულ ეტაპს. მოწიფულობის ეტაპის მისაღწევად საჭიროა მოძრაობის უნარზე მიზანმიმართული ვარჯიში. მოწიფულობა და ზრდა მოძრაობის ფუნდამნეტურ უნარებს გარკვეულ დონემდე გააუმჯობესებს, მაგრამ ეფექტური და ქმედითი მოძრაობები, რომლებიც ასოცირდება მოწიფულების ეტაპთან, საჭიროებს წვრთნას და ვარჯიშს, რათა სხეულში განვითარდეს მოძრაობის ხავერდოვანი უნარი.
ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ნებისმიერ მფუ განვითარების პროგრამის დროს უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ ბავშვები ან ახალგაზრდა ათლეტები შეცდომების დაშვებით იხეირებენ. კვლევებმა ცხადყო, რომ ახალგაზრდა მოთამაშეს შეცდომების დაშვება მიეხმარება ამა თუ იმ ოსტატობის/უანრის დახვეწასა და გაუმჯობესებაში. ამიტომ ნორჩი ათლეტი, როდესაც ის კარგად გაირჯება შევაქოთ, მაგრამ როდესაც ისინი ძალისხმევას აჩვენებენ არც მაშინ დავიშუროთ ქება. მწვრთნელებმა მიზნად უნდა დაისახონ რომ მოთამაშეს ერთი სასარგებლო მინიშნება(მთავარი ფაქტორი) მისცენ იმისთვის რომ მოთამაშემ ფოკუსირება ტექნიკის ან უნარის გაუმჯობესებაზე შეძლოს, რომელიც ყურადღების გამახვილებას მოითხოვს.