ცნობიერების ამაღლება
ცნობიერება/აღქმა, რომელიც ხშირად უგულებელყოფილია ფუნდამნეტური უნარების კატეგორიზაციაში, მოიცავს ბავშვის მიერ სივრცის გაცნობიერებას და აქტივობის არეს ფარგლების არეში სივრცის და სიღრმეს აღქმა. სპორტის ან გარემოში არსებული სივრცის აღქმის უნარი ძალიან ფასეული უნარია. საუკეთსო მოთამაშეებს ესმით თუ მოედანზე პასის მისაცემად, ფეხის დასარტყმელად თუ გასაქცევად სადაა სივრცე და ისინი ამ სივრცეს გამოიყენებენ. ისინი ისწავლიან უპირატესობის მიღწევას. თუ ბავშვებს ვასწავლით იმის აღქმას თუ თამაშისას სადაა სივრცე ამით საფუძველს ჩავუყრით სპეციფიურ ოსტატობასა და შესრულებას. გაცნობიერების მარტივი აქტივობების ზოგიერთი მაგალითი, რომელიც ბაშვებთან შეიძლება გავაკეთოთ, ქვემოთაა ნაჩვენები.
მოვნიშნოთ კვადრატი და ოთხივე კუთხეში ბავშვი დავაყენოთ. მწვრთნელის ნიშანზე ბავშვებმა ოთხკუთხედის საწინააღმდეგო მხარეს უნდა გადაირბინონ. მათ მოუწევთ, ვარჯიშის კეთებისას რომ სხვა მოთამაშეებს აერიდონ და ამავე დროს წინ იყურონ.
მწვრთნელი მონიშნავს ოთხკუთხედს ორი მოთამაშე მდევარია, დანარჩენები დარბიან კვადრატში ისე, რომ მდევრებმა ხელი არ დაადონ. მოთამაშეება უნდა გააცნობიერონ თუ სადაა სივრცე, სად მოძრაობენ სხვა მოთამაშეები და მცველები და ხელის დაუდებლად გაიარონ კვარდატი.