ნაწილი ბ

წონასწორობის სავარჯიშოები მოძრაობის კონტროლისა და ქვედა ტანსა და შუა წელში სტაბილურობის განსავითარებლად

წონასწორობის შენარჩუნება ცალ ფეხზე დახუჭული თვალებით
მისვლა: 1 გამეორება: 6 / ფეხზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • დადექით ერთ ფეხზე, ოდნავ მოხრილი მუხლით
  • დახუჭეთ ორივე თვალი და ეცადეთ წონასწორობის შენარჩუნება 5 წამის განმავლობაში
  • გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხზე
ძირითადი მინიშნებები:
  • მკერდი მაღლა
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
  • მუხლი ტერფს ზემოთ

ცალი ფეხიდან გვერდზე გადახტომა ორ ფეხზე დაშვებით
მისვლა: 1 გამეორება: 6 / ფეხზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • დადექით ერთ ფეხზე, ოდნავ მოხრილი მუხლით
  • გვერდულად გადახტით მარჯვნივ ან მარცხნივ და დაეშვით ორივე ფეხზე ერთდროულად ნახევარ - ბუქნის პოზიციაში
  • გაიმეორეთ გადახტომა ალტერნატიული ცალი ფეხიდან მარჯვნივ ან მარცხნივ
ძირითადი მინიშნებები:
  • მკერდი მაღლა
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
  • მოდუნებული მუხლები