ნაწილი დ

მიწაზე დაშვების, მიმართულების ცვლის და პლიომეტრიული სავარჯიშოები სიმძლავრის და კონტროლის განსავითარებლად

გვერდზე გადახტომა და პოზის დაჭერა
მისვლა: 1 გამეორება: 4 / გვერდზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • ცალი ფეხიდან, გადახტით მარჯვნივ ან მარცხნივ და დაეშვით საპირსპირო ფეხზე (ცალ ფეხზე)
  • მაგალითად: მარცხენა ფეხიდან, გადახტით მარჯვნივ და დაეშვით მარჯვენა ფეხზე
  • ცვალეთ გადახტომის მიმართულება მარჯვნივ ან მარცხნივ
ძირითადი მინიშნებები:
  • მკერდი მაღლა
  • მენჯი, მუხლი, კოჭი ერთ ხაზზე
  • მუხლი ტერფს ზემოთ

მუხლებიდან წინ ვარდნა
მისვლა: 1 გამეორება: 6
სამწვრთნელო მინიშნებები:
  • ჩამუხლული პოზიციიდან, წინ გაშლილი ხელებით ნელ - ნელა დაეცით პირდაპირ
  • სხეულის ვარდნის გასაჩერებლად, გამოიყენეთ იდაყვებში ოდნავ მოხრილი ხელები და დაუბრუნდით საწყის პოზიციას
ძირითადი მინიშნებები:
  • მკერდი მაღლა
  • ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი