ნაწილი გ
საკუთარი სხეულის წონითა და მეწყვილის როგორც წინაღობის გამოყენებით აქტივობები, ქვედა ტანში, ზედა ტანში და კისრის არეალში ძალისა და კონტროლის განსავითარებლად
უკან გადაბიჯება
მისვლა: 1 გამეორება: 4 / გვერდზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- გადააბიჯეთ უკან, წამყვანი ფეხი მართი კუთხით უნდა ეხებოდეს მიწას ხოლო უკანა ფეხი ტერფის თითებზე უნდა იყოს
- წამყვან ფეხის მხარეს მენჯი გასწორებული, ხოლო ამავე ფეხში მოხრის კუთხე უნდა იყოს 90 გრადუსზე
- ცვალეთ უკანა ფეხი ყოველ ნაბიჯთან ერთად
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- გამაგრებული შუატანი
- მუხლი ტერფს ზემოთ
ბარძაყის უკანა კუნთზე გადასვლა მუხლებიდან
მისვლა: 1 გამეორება: 3
სამწვრთნელო მინიშნებები:
- ორივე მოთამაშე იმუხლება მიწაზე, უკან მყოფი მოთამაშე ხელს ავლებს პირველ მოთამაშეს კოჭებში
- პირველი მოთამაშე ნელ - ნელა უშვებს შუატანს პირდაპირ და ცდილობს წინ არ გადავარდეს
- როდესაც მართვადი დაშვების შენარჩუნება შეუძლებელი ხდება, პირველი მოთამაშე დასაშვებათ იყენებს ხელებს
- არ შეასრულოთ მატჩის წინ
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- გამაგრებული შუატანი
საათის ისრისებრი ხიდი
მისვლა: 1 გამეორება: 1
სამწვრთნელო მინიშნებები:
- დაიწყეთ წინა ხიდის პოზიციაში
- ფეხების პოზიციის უცვლელად, იდაყვებით ნელა სიარულით შემოხაზეთ წრე
- ერთი სრული წრე = ერთი გამეორება
- თუ მოთამაშეებს არ ძალუძთ ერთი სრული წრის შესრულება, რეგრესირდით ნახევარწრეზე
ძირითადი მინიშნებები:
- ბეჭები ერთმანეთზე მიბჯენილი
- მხრები მენჯების დონეზე
- გამაგრებული შუატანი
მხრის სახსრის როტაცია
მისვლა: 1 გამეორება: 4 / მხარეს
სამწვრთნელო მინიშნებები:
- დაიწყეთ აზიდვის პოზიციიდან
- შეასრულეთ ერთი აზიდვა, შემდეგ აწიეთ ერთი ხელი თავს ზემოთ, გავის მოტრიალების ხარჯზე
- დააბრუნეთ ხელი მიწაზე და გაიმეორეთ საპირისპირო მხარეს, ცვალეთ მარჯვენა და მარცხენა ხელი
ძირითადი მინიშნებები:
- მკერდი მაღლა
- გამაგრებული შუატანი
დათვური ცოცვისას სტატიკური კისრის სავარჯიშო
მისვლა: 1 გამეორება: 1 / მეწყვილეზე ხანგრძლივობა: 10 წამი / მიმართულებაზე
სამწვრთნელო მინიშნებები:
- წყვილებში, პირველი მოთამაშე დგება დათვური ცოცვის პოზიციაში, ხოლო მეორე მოთამაშე მის გვერდით იღებს პოზიციას
- მეორე მოთამაშე აწვება პირველ მოთამაშეს თავზე, ხოლო პირველი მოთამაშე ცდილობს უძრავ მდგომარეობაში შეინარჩუნოს თავი
- მიწოლის მიმართულებები:
- 1) ნიკაპი მკერდისაკენ
- 2) თვალები ცისკენ
- 3) ყური მხრისკენ (მარცხნივ და მარჯვნივ)
- 1) ნიკაპი მკერდისაკენ
ძირითადი მინიშნებები:
- თავი ბუნებრივ მდგომარეობაში
- მხრები მენჯების დონეზე
- გამაგრებული შუატანი