2. ხალხი

რაგბის ორგანიზაციებმა უნდა აღიარონ თავიანთი ხალხი, როგორც მათი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი. ისინი ორგანიზაციის წარმატებისა და უწყვეტობის საფუძველია და, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია. რაგბის ორგანიზაციებში ჩვენ გვყავს ხალხი, გამგეობის წევრები, თანამშრომლები და მოხალისეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათ შორის მოთამაშეები, მწვრთნელები და მსაჯები.

ადამიანები უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული როგორც ინდივიდები საკუთარი პიროვნებით, ძლიერი და სუსტი მხარეებით, მისწრაფებებით, ღირებულებებით, დამოკიდებულებებითა და მოტივაციებით. ისინი ასევე უნდა აღიარონ როგორც რესურსი მათი ცოდნის, გამოცდილების, უნარებისა და შესაძლებლობების გამო. ასევე, როგორც კაპიტალი მათი გამოცდილების შედეგად. შედეგად, შეიძლება საჭირო გახდეს მათი მართვა:

  • როგორც ინდივიდის პერსონალიზირებული მოპყრობით
  • სტანდარტიზირებული მოპყრობით, როგორც თანასწორს
  • და/ან განიხილება როგორც ჯგუფი, თვით-ადმინისტრაციისა/ თვითმართვით და მანევრულობის უფლებამოსილებით.

ადამიანების ეფექტური მენეჯმენტი გადამწყვეტია რაგბის ორგანიზაციის კულტურის, სულისა და ეთოსის შესაქმნელად. შემდეგი დამატებითი მიზეზები ასახავს ადამიანების ეფექტური მენეჯმენტის მნიშვნელობას:

  • დავის გადაწყვეტა
  • ტრეინინგი და განვითარება
  • ღირებულების დაყენება, შექმნა და შენარჩუნება
  • შესრულების გადაწყვეტილებების გენერაცია
  • მემკვიდრეობითობის დაგეგმვა
  • ორგანიზაციული ეთოსისა (მორალის) წახალისება და იმიჯის ხელშეწყობა
  • ურთიერთობების შექმნა, აწყობა და შენარჩუნება

ინდივიდები პასუხობენ ორგანიზაციის საჭიროებებს თავიანთი უნარებით, შრომით, ძალისხმევით, ვალდებულებითა და დროით. ორგანიზაცია პასუხობს ინდივიდის საჭიროებებს ჯილდოებითა და ანაზღაურებით, უპირატესობებით, ტრენინგებით, შესაძლებლობებით, უსაფრთხოებით და განვითარების შესაძლებლობებით.