17 ბურთის ალალად დაჭერა
არსი
თამაშის შეჩერება მეტოქის მიერ [ფეხით] დარტყმული ბურთის [საკუთარ] 22-ში | ლელოში პირდაპირ დაჭერით.

ალალის მოთხოვნა
17.1 ალალად [ალალზე] დასაჭერად მოთამაშეს:
ა. [მინიმუმ] ცალი ფეხი უნდა ედგას თავის 22-მეტრა ხაზზე | მასზე უკან, ანაც ნახტომით დაჭერის ემდეგ იგი მანდვე უნდა დახტეს [მინიმუმ] ცალი ფეხით.
ბ. მან "მეტოქის მიერ ფეხით დარტყმული ბურთი" უნდა დაიჭიროს პირდაპირ -- ბურთი მანამდე არ უნდა შეეხოს მიწას | სხვა მოთამაშეს, მაგრამ [კი] უნდა უწიოს 22-მეტრა ხაზის სიბრტყეს
გ. მან დაჭერისას უნდა დაიძახოს "ალალი! მარქ!".
17.2 ალალად დაჭერა შეიძლება მაშინაც, თუ ბურთი კარის ძელ[ებ]ს | ხარიხას მოხვდა..
17.3 თუ მოთამაშემ ალალი სწორად მოითხოვა -- მსაჯმა თამაში უმალ უნდა შეაჩეროს და მის გუნდს თავისუფალი უბოძოს | "დაუნიშნოს".
17.4 ცენტრიდან დარტყმის შედეგად "ალალზე დაჭერილი" არ ითვლება.
თამაშის განახლება ალალის დროს
17.5 ალალად დამჭერი დაარტყამს თავისუფალს [წესი 20].
17.6 თუ მოთამაშე ნიშნის მოპოვებისას დაშავდა და ერთი წუთის განმავლობაში ვერ შეასრულებს საჯარიმო დარტყმას, მისი შესრულება თანაგუნდელს შეუძლია.
17.7 თავისუფალის ადგილი:
| ალალად დაიჭირეს | დაარტყამენ |
|---|---|
| 22-ში ალალის ადგილიდან | ლელოში | კარის ხაზიდან 5 მეტრში. |
| ალალის ადგილიდან | 5-მეტრა ხაზზე, ალალის პირდაპირ. |