21 ლელო

ბურთის დამიწება

ბურთის დამიწება

21.1 მოთამაშემ ბურთი ლელოში დაამიწა, თუ:

a. ბურთი ხელით ეჭირა და იგი ლელოში მიწას შეახო.

b. ბურთს ლელოში დაადო [ხელის] მტევანი [მტევნები] | მკლავ[ებ]ი,ანაც დააწვა გულ-მკერდით [მუცლიდან მოყოლებული კისრის {ათვლით].

21.2 ბურთის "მიწიდან აღება" დამიწება არაა. მოთამაშეს შეუძლია ლელოში [მიწიდან] აიღოს ბურთი და ლელოშივე სხვაგან დაამიწოს.

21.3 თუ შემტევმა ბურთი დაამიწა [მეტოქის] ლელოში -- მის გუნდს "ლელო გატანილად" ეთვლება.

21.4 Wთუ ბურთიანმა შემტევმა ბურთი [მეტოქის] ლელოში დაამიწა და იმავ- დროულად შეეხო ლელოს კიდის ხაზს | უკანა ხაზს | მიწას ამათ გადაღმა -- დამცველს ერგება "22-დან დარტყმა".

21.5თუ ბურთიანმა მოთამაშემ ბურთი [ნებისმიერ] ლელოში დაამიწა და იმავ-დროულად შეეხო კიდის ხაზს | მიწას ამის გადაღმა -- ბურთი აუტშია და მეტოქეს ერგება დერეფანი.

21.6თუ დამცველმა ბურთი დაამიწა [თავის] ლელოში -- მის გუნდს "ლელო დაცულად" ეთვლება.

21.7 თუ შებოჭილმა დამცველმა ინერციით უწია თავის ლელოს და ბურთი იქ დაამიწა -- ლელო დაცულად ეთვლება.

21.8 თუ დამცველი თავის "კარის ხაზთან" შებოჭეს, მაგრამ ლელოს მისწვდა და იქ ბურთი უმალ დაამიწა -- ლელო დაცულად ეთვლება. სასჯელი: ჯარიმა. 

21.9 გინდ მოთამაშე აუტში [კიდეზე] | "ლელოს კიდეზე" იყოს -- თუ ბურთი არ უჭირავს -- ლელოში მისი დამიწებით "ლელოს გატანა | დაცვა" მაინც შეუძლია.

21.10 თუ შებოჭილი ლელოს გადასწვდა და იქ ბურთის დამიწებას ცდილობს -- მეტოქეს შეუძლია ბურთი "ხელით წაართვას" -- ოღონდაც, ბურთის "ფეხით დარტყმა" ეკრძალება. სასჯელი: ჯარიმა. 

უქმი ბურთი "ლელოს გავლით"

21.11 თუ მოედნიდან ფეხით დარტყმული ბურთი "მეტოქის ლელოს გავლით" ლელოს კიდეზე | უკანა ხაზზე გადავიდა -- დამცველ გუნდს შეუძლია აირჩიოს::

a. 22-დან არტყმა;

b. შერკინება დარტყმის ადგილზე.

გამონაკლისი : ჯარიმიდან | არეკნით "კარში წარუმატებელი" დარტყმის შემდეგ -- დამცველ გუნდს ერგება 22-დან დარტყმა.

დამცველი თავის ლელოში

21.12 თუ დამცველი თუნდაც ნაწილობრივადაა თავის ლელოში და იმავ- დროულად გადასული არაა კიდეზე | ლელოს კიდეზე | [ლელოს] უკანა ხაზზე -- "თავის ლელოში მყოფად" ითვლება | მიიჩნევა.

21.13თუ ლელოში მყოფმა მოთამაშემ მოედნიდან აიღო ბურთი -- მას ბურთის "ლელოში შეტანა" ჩაეთვლება.

21.14 თუ ლელოს უკანა ხაზზე | ამის გადაღმა | ლელოს კიდეზე მყოფმა მოთამაშემ ლელოდან აიღო ბურთი -- მას ბურთის "უქმად ქცევა" ჩაეთვლება.

ალმიანი სარის შეხება

21.15 თუ ბურთი | ბურთიანი მოთამაშე შეეხო კარის ხაზის ბოლოში დასობილ ალმიან სარს, მაგრამ კიდეზე | ლელოს კიდეზე [სხვა-ნაირად] არ გადასულა -- თამაში გრძელდება. გამონაკლისია "სარის ძირში" დამიწება.

მოთამაშე დამიწებისას სარს შეეხო

შეფერხება ლელოში

21.16 როდესაც ბურთის მატარებელი მოთამაშე კარში მაღლა დგას ისე, რომ მას არ შეუძლია ბურთის მიწაზე დადება ან მასზე თამაში, ბურთი მკვდარია. თამაში განახლდება ლელოს ხაზის გაშვებით ან 5-მეტრიანი შერკინებით, იმისდა მიხედვით, თუ როგორ შევიდა ბურთი კარში. (ნახვა კანონი 12.12a, & კანონი 19.1 რიგი 5)

ჭოჭმანი დამიწების გამო

21.17 თუ ვერ დგინდება, ლელოში ბურთი [ჯერ] რომელმა გუნდმა დაამიწა -- თამაში ახლდება შერკინებით: 5-მეტრა წყვეტილზე, დამიწების ადგილის პირისპირ. ბურთს შეაგდებს შემტევი.