3. გუნდი

რაოდენობა[ნი]

3.1 თამაშის დროს გუნდს [სათამაშო] არეში შეიძლება ჰყავდეს მაქსიმუმ 15 მოთამაშე.

3.2 ორგანიზატორს შეუძლია შეამცრიოს წინა მუხლში მოტანილი მაქსიმუმი.

3.3 გუნდს შეუძლია მსაჯს მოსთხოვოს მეტოქის მოთამაშეთა დათვლა. თუ გაირკვა, რომ მეტოქეს ზედმეტ[ებ]ი ჰყავს -- მსაჯი მის კაპიტანს მოთამაშეთა რიცხვს სათანადოდ შეამცირებინებს, ოღონდაც ანგარიში ვერ შეიცვლება. სასჯელი:ჯარიმა.

3.4 ნაკრებთა | სანაკრებო თამაშებზე | მატჩზე გუნდს შეუძლია იყოლიოს მაქსიმუმ 8 შემცვლელი [სათადარიგო].

3.5 სხვა თამაშებზე შემცვლელთა რაოდენობას -- მაქსიმუმ რვას -- ორგანიზატორი აწესებს.

3.6 შეცვლა კეთდება | ხორცილედება მხოლოდ "უქმ ბურთზე" და თანაც -- მსაჯის დასტურით.

3.7 თუ მოთამაშე თამაშში მსაჯის უკითხავად ჩაება -- შემცვლელად შევიდა, ანაც შეცვლილი | სინბინიდან დაბრუნდა -- და მსაჯს მიაჩნია, რომ ეს უპირატესობის მისაღებად გაკეთდა -- მოთამაშე უწესობისთვისაა დასასჯელი. სასჯელი:ჯარიმა.

3.8 ქვემოთ მოტანილ ცხრილში წერია პირველ-ხაზელთა მინიმალური რაოდენობანი და ვალდებულებანი. მოთამაშეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვის გამო ორგანიზატორს შეუძლია ამათი შეცვლა [გაზრდა | მომატება | გამკაცრება] ზოგ ლიგაში | რაგბის სახეობაში.

გუნდში სულ რამდენი კაცია რამდენი უნდა იყოს პირველ-ხაზელი ვისი შეცვლა უნდა შეეძლოს
15 or fewer 3 -
16, 17 or 18 4 კვაჭის ან ბურჯის
19, 20, 21 or 22 5 კვაჭისა და ბურჯისაც
23 6 კვაჭისა და ორივე ბურჯის

3.9 თუ ორგანიზატორმა 23-კაცა რაზმებით თამაში დაადგინა, მაგრამ გუნდს მხოლოდ ორი სათადარიგო [შემცვლელი] პირველ-ხაზელი ჰყავს -- გუნდი სათამაშო სიაში მაქსიმუმ 22 კაცს ჩაწერს..

3.10 თამაშამდე გუნდმა იმ მსაჯს, ვისაც ეს საქმე აბარია -- ოქმში უნდა მიუთითოს პირველ-ხაზელები, მათი შესაძლო შემცვლელები და ის პოზიციები, რომელზე დადგომაც ამათ შეუძლიათ. "ნაღდი | მიწოლიანი შერკინების" პირველ ხაზში მარტო ეს მოთამაშეები უნდა ჩადგნენ და თანაც -- [მხოლოდ] მითითებულ პოზიციებზე.

3.11 პირველ-ხაზელის შემცვლელს თამაშის დაწყება სხვა პოზიციაზეც შეუძლია.

3.12 გუნდს ეკისრება პასუხის-მგებლობა იმაში, რომ ყველა პირველ-ხაზელი და მათი შემცვლელიც გამოცდილი და სათანადოდ განწვრთნილი იყოს.

ცრუ შერკინება

3.13 თუ თუნდაც ერთ გუნდს აღარ ჰყავს სათანადოდ გაწვრთნილი პირველი ხაზი, ანაც მსაჯი ასე თავად გადაწყვეტს -- თამაში "ცრუ შერკინებით" უნდა გაგრძელდეს.

3.14 ორგანიზატორს შეუძლია დებულებაში ჩაწეროს, მატჩის "ცრუ შერკინებით" დაწყება [თუ] რა შემთხვევაშია ნება-დართული.

3.15 წითლით გაძევების | სინბინის | ტრავმის გამო შემოღებულ "ცრუ შერკინებაში" ორივე გუნდმა 8-8 მოთამაშე უნდა დააყენოს.

3.16 თუ პირველ-ხაზელი [სათამაშო] არიდან გავიდა -- სულ ერთია, ტრავმის | სინბინის | წითლით გაძევების გამო -- მსაჯმა გუნდთან მაშინვე უნდა გაარკვიოს , "ნაღდ | მიწოლიან შერკინებაში" დადგომა კიდევ თუ შეეძლება. თუ უთხრეს, ვერაო -- მსაჯი "ცრუ შერკინებას" შემოიღებს. როცა ეს "გასული პირველ-ხაზელი" დაბრუნდება | თამაშში სხვა პირველ-ხაზელი ჩაებმება -"ნაღდი შერკინება" შეიძლება აღდგეს..

3.17 როცა რაზმში 23 კაცია | კავშირმა ასე საგანგებოდ დაადგინა -- გუნდი ვერავის შეიყვანს იმ მოთამაშის ნაცვლად, რომლის მოედნიდან გასვლასაც "ცრუ შერკინების" შემოღება მოჰყვა.

3.18 სხვა მოთამაშეს მხოლოდ მაშინ შეუძლია [ცრუ შერკინების] პირველ ხაზში ჩადგომა, როცა გუნდს [სათანადოდ გაწვრთნილი] პირველ-ხაზელები აღარ ჰყოფნის.

3.19 თუ პირველ-ხაზელის სინბინის [დროებითი გაძევების] გამო გუნდი მოედანზე მყოფი მოთამაშეებით "ნაღდ | მოწლიან შერკინებაში" ვეღარ დგება-- მორიგი შერკინების დანიშვნის შემდეგ, მის მოწყობამდე -- გაიყვანს |გაწირავს რომელიმე არა-პირველ-ხაზელს და მის ნაცვლად [სათანადოდ გაწვრთნილი] პირველ-ხაზელი შევა. ეს -- გაყვანილი | გაწირული მოთამაშე სინბინის განმავლობაში ვერავის შეცვლის, დაბრუნება კი სინბინის ამოწურვის შემდეგღა შეეძლება თავის ნაცვლად შესული პირველ-ხაზელის მაგივრად

3.20 თუ პირველ-ხაზელის წითლით | ბოლომდე გაძევების გამო გუნდი მოედანზე მყოფი მოთამაშეებით "ნაღდ | მიწოლიან შერკინებაში" ვეღარ დგება -- მორიგი შერკინების დანიშვნის შემდეგ, მის მოწყობამდე -- გაიყვანს | გაწირავს რომელიმე არა-პირველ-ხაზელს და მის ნაცვლად პირველხაზელი შევა. ამ -- გაყვანილ | გაწირულ მოთამაშეს [მყის] ენიჭება შემცვლელის [სათადარიგოს] უფლებები..

ბოლომდე შეცვლა

3.21 ნება-დართულია დაშავებული [დამტვრეული | ტრავმირებული] მოთამაშის შეცვლა. ასე შეცვლილი თამაშში მეტად | ხელ-მეორედ ვეღარ ჩაებმება.

3.22 მოთამაშე დაშავებულად ითვლება, თუ მისთვის თამაშის გაგრძელება საზიანო იქნება:

ა. ნაკრებთა მატჩში -- [მორიგე | ნეიტრალური] ექიმის აზრით.

ბ. სხვა თამაშებში, ოღონდაც ორგანიზატორის საგანგებო ნებართვით --"მედიცინაში ჩახედული პირის" მიერ..

გ. მსაჯის გადაწყვეტილებით -- დამოუკიდებლად | ექიმის რჩევით: ამ დროს მსაჯი დაშავებულს [სათამაშო] არიდან დაითხოვს | გასვლას უბრძანებს.

3.23 მსაჯს დაშავებულის დათხოვნა შეუძლია მაშინაც, თუ სურს, რომ იგი ექიმმა გასინჯოს.

ბოლომდე შეცვლა -- "შენიშნე და გაიყვანე"

3.24 თუ თამაშის ნებისმიერ წუთზე მოთამაშეს ტვინი შეერყა, ან შერყევის სიმპტომები შეეტყო | გამოაჩნდა -- იგი "ბოლომდე" უმალ უნდა შეიცვალოს. ამ პროცესს "შენიშნე და გაიყვანე" ჰქვია.

დროებითი შეცვლა -- სისხლი

3.25 თუ მოთამაშეს სისხლი სდის -- [სათამაშო] არიდან უნდა გავიდეს. ნებადართულია მის ნაცვლად "დროებითი შემცვლელის" შესვლა, ოღონდაც სავალდებულო სულაც არაა. სისხლ-დადინებული მას შემდეგღა შეიძლება დაბრუნდეს, რაც სისხლ-დენას შეუჩერებენ და ჭრილობას დაუფარავენ. თუ იგი 15 "ასტრონომიულ წუთში" დასაბრუნებლად მზად ვერ | არ იქნა -- "ბოლომდე შეცვლილად" მიიჩნევა |თამაშში მეტად ვეღარ ჩაებმება.

3.26 ნაკრებთა თამაშზე "მორიგე ექიმი" წყვეტს, სისხლ-დენა იმდენად სერიოზული თუა, რომ მოთამაშე დროებით შეიცვალოს. იმ მატჩებში, რომლებზეც "მსოფლიო რაგბმა" წინდაწინ გასცა ტვინის შერყევაზე გასინჯვის ნებართვა, თამაში იქამდე არ გაგრძელდება, სანამ მის ნაცვლად "დროებითი შემცვლელი" არ შემოვა.

დროებითი შეცვლა -- შერყევაზე გასინჯვა

3.27 იმ მატჩებში, რომლებზეც "მსოფლიო რაგბმა" წინდაწინ გასცა ტვინის შერყევაზე გასინჯვის სათანადო ნებართვა:

ა. მოთამაშე, რომელსაც [ტვინის] შერყევაზე გასინჯვა | შემოწმება ჭირდება -- [სათამაშო] არიდან უნდა გავიდეს.

ბ. ნება-დართულია მის ნაცვლად "დროებითი შემცვლელის შესვლა", თუნდაც გუნდს ყველა შემცვლელი | სათადარიგო გამოყენებული ჰყავდეს. თამაში იქამდე არ გაგრძელდება, სანამ მის ნაცვლად "დროებითი შემცვლელი" არ შემოვა. თუ გასასინჯად გაყვანილს შერყევა დაუდგინდა -- "დროებითი შეცვლა" "ბოლომდე შეცვლად" იქცევა. თუ იგი 12 "ასტრონომიულ წუთში" დასაბრუნებლად მზად ვერ | არ იქნა -- "ბოლომდე შეცვლილად" მიიჩნევა | თამაშში მეტად ვეღარ ჩაებმება.

დროებითი შეცვლა -- რაგინდარა მიზეზით

3.28 ნება-დართულია "დროებითი შემცვლელის" დროებითი შეცვლაც -- გინდაც გუნდს ყველა შემცვლელი | სათადარიგო უკვე გამოყენებული ჰყავდეს.

3.29 თუ "დროებითი შემცვლელი" დაშავდა -- შეიძლება მისი შეცვლაც.

3.30 თუ "დროებითი შემცვლელი" წითლით | ბოლომდე გააძევეს -- "მის მიერ შეცვლილი" ვეღარ დაბრუნდება. გამონაკლისია 3.19 და 3.20 წესები -- თუ გასულ [დროებით შეცვლილ] პირველ-ხაზელს დროულად უწამლეს და გუნდს იგი "ნაღდ | მიწოლიან შერკინებაში" დაჭირდა.

3.31 თუ "დროებითი შემცვლელი" სინბინში | ყვითლით | დროებითვე გააძევეს --"მის მიერ შეცვლილი" სინბინის ამოწურვის შემდეგღა შემოვა. გამონაკლისია 3.19 და 3.20 წესები -- თუ გასულ [დროებით შეცვლილ]პირველ-ხაზელს დროულად უწამლეს და გუნდს იგი "ნაღდ | მიწოლიან შერკინებაში" დაჭირდა.

3.32 თუ "დროებით შეცვლილის" დასაბრუნებლად დადგენილი ვადა შესვენებას დაემთხვა -- დამბრუნებელმა მეორე ტაიმი თავიდანვე უნდა დაიწყოს, თორემ "ბოლომდე შეცვლილად" მიიჩნევა.

შეცვლილის შეყვანა

3.33 [ტაქტიკურად | არა "ტრავმის გამო"] შეცვლილ მოთამაშეს შეუძლია თამაშში ხელახლა ჩაებას -- შეცვალოს:

a. დაშავებული პირველ-ხაზელი.

ბ. დასისხლიანებული მოთამაშე.

გ. [ტვინის] შერყევაზე გასასინჯად გაყვანილი მოთამაშე.

დ. თამაშის წინა ეპიზოდში "ბინძურად თამაშის" გამო დაშავებული -- რისთვისაც მსაჯმა [მინიმუმ] ჯარიმა დანიშნა.

ე. 3.19 და 3.20 წესის თანახმად გაყვანილი | გაწირული მოთამაშე.

გლობალური სამართლის სასამართლო პროცესი

ვ. თანაგუნდელი, რომელმაც მიიღო საკვალიფიკაციო წითელი ბარათი, 20 წუთიანი სათამაშო დროის გასვლის შემდეგ. (მხოლოდ ელიტური რაგბი).

როტაცია

3.34 ორგანიზატორს ზოგ ლიგაში | რაგბის სახეობაში შეუძლია "როტაციული შეცვლების" [შედი-გამოდი] შემოღება. ასეთ შეცვლათა მაქსიმუმი -- 12 [თორმეტია]. სათანადო წესებს ორგანიზატორი თავად ადგენს..