მატჩის დღის პერსონალი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მატჩის დღის პერსონალის განყოფილებაში.

ამ განყოფილების ონლაინ მოდულები:

  • წარმოგიდგენთ მატჩის დღის პერსონალის (მატჩის კომისარი, დამოუკიდებელი კომისარი, მსაჯი) სხვადასხვა როლსა და ფუნქციას რეგიონალური ან მსოფლიო რაგბის ტურნირებზე
  • მოამზადებს მონაწილეებს ჩვენს პირისპირ ჩასატარებელ კურსებზე დასასწრებად.

ამ ონლაინ მოდულების დასრულება არის წინაპირობა მატჩის დღის პერსონალის კურსზე დასასწრებად, რომელიც პირისპირ ჩატარდება.

მატჩის კომისრების სასწავლო პროგრამა

ეს პროგრამა მიზნად ისახავს მატჩის კომისრების სწავლებას როგორც მსოფლიო რაგბისთვის, ისე რეგიონული ტურნირებისთვის. პროგრამა ითვალისწინებს რამდენიმე საფეხურიან ტრენინგს შუალედური ტესტირებით, რომელიც საშუალებას აძლევს მსმენელებს შეიძინონ ცოდნა და უნარ-ჩვევები.

საითინგ კომისრის სასწავლო კურსი

წინამდებარე კურსი წარმოადგენს სახელმძღვენელოს საითინგ კომისრებისთვის მათი მოვალეობების სამართლიანად და დაბალანსირებულად მართვის მხარდასაჭერად. აგრეთვე, აკონკრეტებს თამაშში ჩართული პიროვნებების როლებსა და სამუშაო პარამეტრებს შესასრულებელ საქმიანობასთან დაკავშირებით.

სადისციპლინო კომისიის/ოფიცრის სასწავლო კურსი

სასწავლო კურსის მიზანია, მიმართოს თქვენი რაგბის რეგულაციების/წესების ცოდნა და დაგეხმაროს უზრუნველყოთ დისციპლინარულ საქმის წარმოებაში - წესების, რეგულაციების და მსაჯთა ინტერპრეტაციების მართებული მისადაგებით, თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, თანამედროვე თამაშში.

სხვა ენებზე ხელმისაწვდომი მოდულები

ყველა მოდული ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე, ბევრი მათგანი ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე. თუ მოდული არ არის ხელმისაწვდომი თქვენს ენაზე, სცადეთ სხვა.

Face-to-face courses and accreditations