საითინგ კომისრის ლიეიზონ ოფიცერი
მატჩის წინ
- მოიპოვეთ მატჩის ოქმი 2-3 დღით ადრე
- დარწმუნდით რომ თქვენთვის ცნობილია მომართვების პერიოდები(დროის შუალედები)
- დარწმუნდით რომ თქვენთვის ცნობილია საითინგ კომისრის და მატჩის კომისრის საკონტაქტო დეტალები
- დარწმუნდით რომ გაგაჩნიათ ელექტრონული კავშირის შესაძლებლობა (ელ.ფოსტა სასურველია)
- გამოცხადდით სტადიონზე სულ ცოტა 1.5 საათით ადრე თამაშის დაწყებამდე
- დაამყარეთ კომუნიკაცია საითინგ კომისართან
- წარუდგინეთ თქვენი თავი გუნდების მენეჯერებს - შეატყობინეთ მათ, რომ თამაშის დასრულების შემდეგ მოინახულებთ შესაძლო მომართვის არსებობის მოკითხვის მიზნით.
თამაშის დროს
- უყურეთ თამაშს
- ჩაინიშნეთ ყველა „თავის ტრავმის შეფასების“ ან პოტენციურად სერიოზული დარღვევების ფაქტები.
- თქვენ არ ხართ საითინგ კომისარი და არ გჭირდებათ ინციდენტების წითობრივი ჩაწერა, მაგრამ შესაძლოა იყოთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამწევი, განსაკუთრებით ტელეგადაცემის კადრებს მიღმა დარჩენილი ინციდენტების დაფიქსირებით.
- თუ თქვენ ასეთი რამ შეამჩნიეთ, ჩაინიშნეთ ინციდენტის დრო და ადგილი მოედანზე, საითინგ კომისართან თამაშის შემდეგ განსახილველად.
თამაშის შემდეგ
თამაშის დასრულებიდან 10-15 წუთში დაგიკავშირდებათ საითინგ კომისარი იმის გასარკვევად არის თუ არა რაიმე მომართვა გუნდების მენეჯერების მხრიდან. მან შეიძლება მოგთხოვოთ გუნდების მხრიდან ისეთი მტკიცებულებების შეგროვება როგორიცაა სამედიცინო ოქმები, მოთამაშის განცხადება და ტრავმის ამსახელი ფოტომასალა.
სანამ გუნდის მენეჯერი თქვენ დაგელაპარაკებათ, ის შეიძლება მოთამაშეებს გაესაუბროს. ძირითადად ეს ხდება გუნდის გამოსაცვლელ ოთახში.
როგორც კი მოიპოვებთ გუნდების გამოსაცვლელ ოთახებში შესვლის უფლებას:
- მოიკითხეთ გუნდების მენეჯერების მხრიდან მომართვის წინაპირობის არსებობა. მათ შეიძლება განაცხადონ, რომ ვარაუდობენ მომართვას, მაგრამ ჯერ შესაბამის მასალების გადახედვა სურთ
- ამ შემთხვევაში გააფრთხილეთ ისინი მომართვის დადგენილი დროის შუალედის შესახებ და როგორ დაკიკავშირდნენ თქვენ. შეახსენეთ მათ ტელემაუწყებლებისგან საჭირო მასალის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ მათი საქმიანობის დამთავრების შემდეგ.
- გაუმეორეთ, რომ ნებისმიერი მომართვა უნდა იყოს აკურატული, ამომწურავი, შესაბამისი განცხადებებით, სამედიცინო ოქმებით და ხელმისაწვდომი შესაბამისი ფოტომასალით მხარდაჭერილი.
- გუნდების მენეჯერების მხრიდან მომართვის არ არსებობის შემთხვევაში, შეატყობინეთ ამის შესახებ საითინგ კომისარს.
მომართვის მიღებისთანავე
- ჩაინიშნეთ დრო თქვენს უბის წიგნაკში ან აღნიშნეთ დოკუმენტში
- მიაწოდეთ მომართვა მატჩის კომისარს
- გადაიყვანეთ მომართვა ციფრულ ფორმატში და გადაუგზავნეთ მატჩის კომისარს ან სადისციპლინ ოფიცერს და საითინგ კომისარს.
მოთამაშის განცხადება
სიტყვა „განცხადების“ გამოყენებამ შეიძლება დაზაფროს მოთამაშეები. მათ ეს შესაძლოა აღიქვან როგორც სამართლებრივი პროცესი, რომლის შესახებ მცირე ინფორმაციას ფლობენ.
მოთამაშეთა განცხადებები შესაძლოა იყოს მწირი ინფორმაციის შემცველი, არასრულად გადმოცემული ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა დაემართათ მათ ან რისი თვითმხილველნი გახდნენ, რაც რთული გასათვალისწინებლი იქნება სადისციპლინო კომისიისთვი/ოფიცრისთვის. სადისციპლინო კომისიას/ოფიცერს უფლება აქვს დაიბაროს მოთამაშე საქმის განხილვაზე დამატებით განმარტებების მიზნით. მოთამაშის განცხადება უნდა იყოს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საერთო შეჯამება.
მინიშნება: გამოსაცვლელ ოთახში ხელნაწერი განცხადების ფორმა, ყვლაზე ადვილი და სწრაფი არჩევანია მოთამაშისთვის და ლიეიზონ ოფიცრისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ მობილური ტელეფონი ზეპირი განცხადების ჩასაწერად.
მოთამაშის განცხადება მინიმუმ უნდა შეიცავდეს:
- მოთამაშის ვინაობას, გუნდის სახელს და მოთამაშის სათამაშო პოზიციას
- თამაშის რა დროს მოხდა ინციდენტი და მოედნის რომელ მონაკვეთში
- რა დაემართა მას, თუ ის დარღვევის მსხვრპლია
- რა დაინახა და რა მოიმოქმედა, თუ ის დარღვევის თვითმხილველია
- რა მოხდა ინციდენტის შემდეგ
- მისი აზრით რა იყო ინციდენტის გამომწვევი მიზეზი
- გარკვევით დაწერილი მოთამაშის სახელი, გვარი და მოთამაშის ხელმოწერა.
მინიშნება: ელ.ფოსტის გამოყენების შეზღვუდვის შემთხვევაში, გადაუღეთ სურათი განცხადებას მობილური ტელეფონით და სხვა საშუალებტ სცადათ მისი გადაგზავნა საითინგ კომისართან ამ მატჩის მენეჯერთან.
თუ მოთამაშე ეწინააღმდეგება განცხადების გაკეთებას, მას უნდა შეახსენოთ მისი ვალდებულება ინფორმაციის მოწოდების და საითინგ კონისართან ან მის ლიეიზონ ოფიცერთან თანამშრომლობის შესახებ. განუმარტეთ მას, რომ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ითვლება რეგულაცია 17-ს მოთხოვნათა დარღვევად და შესაძლოა აღძრას მის წინააღმდეგ არამართებული ქცევის შესაბამისი დისციპლინარული საქმე.