საითინგის დაწერის სახელმძღვანელო : დაღვევის დასაბუთება

საითინგის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს დარღვევის დასაბუთების ნაწილი, რომელიც დეტალურად უნდა იქნას აღწერილი და ასაბუთებდეს სავარაუდო დაღვევის უფრო მძიმედ შეფასების აუცილებლობას (წითელი ბარათის ტოლფასი) და საითინგ კომისრის ასეთი შეფასების მართებულობას.

საითინგის აკურატულად და დეტალურად დასაბუთება მიანიშნებს, რომ საითინგ კომისარმა ყურადღებით გაითვალისწინა ყველა ფაქტი, შესაბამისი თამაშის წესები და წითელი ბარათის ტოლფასი ქმედების კრიტერიუმები. ეს ასევე დაეხმარება მოთამაშეს და სადისციპლინო კომისიას/ოფიცერს მკაფიოდ გაარკვიონ თუ რის საფუძველზე მოხდა საითინგი და რატომ.

დარღვევის წითელი ბარათის ტოლფასად შეფასებისას, მოთამაშეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს საითინგში აღწერილ ფაქტებს/მასში მოყვანილი თამაშის წესის მართებულობას/ ამტკიცოს საითინგის არამართებულობა მისი არასწორი იდენტიფიცირების გამო ან ამტკიცოს, რომ საითინგში აღწერილი სავარაუდო დარღვევა არ არის წითელი ბარათის ტოლფასი ქმედება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საითინგ კომისარმა გარკვევით და ამომწურავად დაასაბუთოს საითინგის საფუძვლად ქცეული სავარაუდო დარღვევა.

საითინგ კომისრის როლია დაიცვას თამაშის შემადგენელი ნაწილების ხელშეუხებლობა და უზრუნველყოს სერიოზული სავარაუდო დარღვევების და/ან ბინძური თამაშის ფაქტების სადისციპლინო კომისიისთვის/ოფიცრისთვის მიწოდება განსახილველად. რა მოხდება შემდეგ, დამოკიდებულია სადისციპლინო ტრიბუნალზე, მაგრამ საითინგ კომისარმა უნდა დაარწმუნოს ტრიბუნალი, რომ მისთვის განსაზღვრულ დროის შუალედში მან გამოიძია ყველა არსებული გარემოება და მიაწოდა ამომწურავი და ყველა შესაძლო მტკიცებულებით(მ.შ. შესაბამისი ვიდეომასალით) გამყარებული საითინგი სადისციპლინო ტრიბუნალს.

ქვემოთ მოქვანილი ცხრილების დახმარებით საითინგ კომისარი სამუშაო პროცესში ინციდენტის გარჩევისას აყალიბებს ისეთ დასაბუთებას, რომელიც სრულად ასახავს ფაქტებს, წესებს და მის შეფასებებს.

საითინგ კომისარს მოეთხოვება ინციდენტის ყველა ელემენტის ქრონოლოგიურად აღწერა და საბოლოოდ, დეტალური, ფაქტებზე დამყარებული განცხადების მომზადება.

ზემოაღნიშნული სახის განცხადების მომზადების შემდეგ, საითინგ კომისარმა ყურადღებით უნდა გაითვალისწინოს საითინგის საფუძვლად ქცეული კონკრეტული თამაშის წეს(ებ)ის დარღვევა, ნებისმიერი შესაბაბისი დირექტივა/სახელმძღვანელო(მ.შ. სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილება მსგავსი დარღვევის გამო) და განსაზღვროს არის თუ არა საითინგში აღწერილი დარღვევა წითელი ბარათის ტოლფასი ქმედება ან საითინგ კომისარის გაფრთხილების ღირსი.

იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება მსაჯის გადაწყვეტილებას, მაგალითად მსაჯმა ყვითელი ბარათით შეაფასა კონკრეტული დარღვევა და საითინგ კომისარის აზრით ეს დარღვეა იყო წითელი ბარათის ტოლფასი, საითინგ კომისარმა ზემოთ აღწერილი წესის მიხედვით უნდა დაასაბუთოს თუ რატომ განსხვავდება დარღვევის მისეული შეფასება მსაჯის შებასებისგან.

არსებობს რიგი საკითხებისა რომლის გათვალისწინებაც შესაძლოა მოუწიოს საითინგ კომისარს.

პირველი: მსოფლიო რაგბის სადისციპლინო რეჟიმის მიზანია, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მოთამაშეთა მხრიდან თამაშის წესიბის დარღვევის ფაქტებზე, რომლებიც არ იყო შემთხვევითი და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია ტრავმების რისკის პრევენცია დინამიურ და ფიზიკურ სპორტში. მოთამაშეებს ეკისრებათ ვალდებულება, არ მიაყენონ ტრავმა მოწინააღმდეგეს, ამიტომ არსებობს პრეზუმფცია, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც აღწერილია მსოფლიო რაგბის თამაშის წესების მე-9 წესში, ექვემდებარება სანქცირებას.

მეორე: მე-9 წესში ჩამოწერილი დარღვევები არ ითხოვს საითინგ კომისრისგან მოთამაშის ქმედების ხასიათის განსაზღვრას, დარღვევის შეფასებისას. თამაშის წესები ადგენს დარღვევებს, რომლებსაც მოყვება მკაცრი პასუხისმგებლობა. მაგალითად, მოწინააღმდეგის ჩაწიხვლა დარღვევაა იმისდა მიუხედავად იყო თუ არა ეს ქმედება წინდაუხედავი ან წინასწარ განზრახული, სანამ არ დადგინდება, რომ ქმედება იყო აშკარად შემთხვევითი. შემთხვევით ქმედების გარდა, საითინგ კომისარი, ყველა არსებული მტკიცებულებების მიხედვით აღნიშნავს სავარაუდო სახიფათო თამაშის ფაქტს, ხოლო იმის განსაზღვრა, თუ რა სახის(წინდაუხედავი ან წინასწარ განსაზღვრული) დარღვევას ჰქონდა ადგილი, სადისციპლინო კომისიის პრეროგატივაა შესაბამისი სანქციების განსაზღვრისას.

მესამე: ტრავმა, როგორც საითინგის ასევე დისციპლინარული პროცესის შესაძლო საფუძველია. საითინგის პროცესში, ტრავმა, ქმედების შედეგია და არა მისი განმსაზღვრელი. მაგალითისთვის, ის ფაქტი, რომ მოთამაშე ტრავმირებული იქნა ლეგალური ბოჭვის შედეგად, არ წარმოშობს მბოჭავის საითინგის საფუძველს, რადგან ტრავმები გარდაუვალია ისეთ დინამიურ და ფიზიკურ თამაშში, როგორიც რაგბია. საითინგის დასაბუთება უნდა მოიცავდეს ისეთ ტრავმებს რომლებიც თამაშის წესების დარღვევითაა გამოწვეული და გამყარებულია შესაბამისი სამედიცინო ოქმით.

მეოთხე: დარღვევასთან დაკავშირებული ისეთი ფაქტორების არსებობა როგორიცაა პროვოცირება, თავდაცვა ან სამაგიეროს გადახდა უფრო სადისციპლინო კომისიის /ოფიცრის განხილვის საგანია ვიდრე საითინგ კომისრის.

მეხუთე: საითინგ კომისარმა, დასაბუთებისას უნდა გაითავალისწინოს სადისციპლინო კომისიის/ოფიცრის ან მოთამაშის მხრიდან ყველა შესაძლო კონტრარგუმენტი და მხოლოდ ამის შედეგ გადაწვიტოს, თუ რომელი ურო უპრიანია, საითინგის პროცესის დაწყება, თუ საითინგ კომისრის გაფრთხილებით (ყვითელი ბარათის ტოლფასი) შემოფარგვლა.