საითინგის მეთოდოლოგია

საითინგ კოისრისგან პროცესი მოითხოვს ინციდენტის ქრონოლოგიურად აღწერას და ინციდენტში ყველა მონაწილეს იდენტიფიცირებას. მაგალითისთვის :

  1. სცენარის აღწერა;
  2. სავარაუდო დამრღვევი მოთამაშის ქმედება უშუალოდ ინციდენტამდე და მის დროს;
  3. სცენარში აღწერილი უნდა იქნას: დაზარალებული მოთამაშის ქმედება;
  4. ფიზიკური ზემოქმედება;
  5. ამ ზემოქმედების ეფექტურობა
  6. გუნდის სამედიცინო პერსონალის რეაგირება(ასეთის არსებობის შემთხვევაში); და
  7. სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული დახმარების სახე.

სცენარის ასეთი სახით აღწერა ქმნის საითინგ კომისრის მიერ ინციდენტის პირველადი შეფასების საფუძველს, რასაც მოჰყვება ინციდენტის შემდგომი შეფასება:

  1. ქმედების შესაბამისობა დარღვევასთან;
  2. ინციდენტის მიმართ, საიტინგ კომისრის მსაჯელობის დეტალური პროცესი; და
  3. საითინ კომისრის მიერ ინციდენტის სავარაუდო დარღვევად შეფასების საფუძვლების აღწერა.

ქვემოთ მოყვანილია ორი მაგალითი. პირველი - შუბური ბოჭვის ინციდენტი და მეორე - შეჯახება ხელების შემოხვევის მცდელობის გარეშე.

ქმედების და ანალიზის სვეტები, წარმოადგენს საითინგ კომისრის გამოძიების ძირითადი ასპექტების თანმიმდევრული აღწერის საშუალებას.

ინციდენტი 1 - შუბური ბოჭვა - 9.18 წესის დარღვევა

მოთამაშემ არ უნდა აწიოს მიწიდან მოწინააღდეგე და დააგდოს ან დაყვეს მას ისე, რომ მისი თავი ან სხეულის ზედა ნაწილი(მხარი, კისერი) პირველი შეეხოს მიწას.

საითინგ კომისარმა უნდა გაითვალისწინოს დარღვევის ყველა ელემენტი:

  • მბოჭავმა აწია ოპონენტი მიწიდან; და
  • დააგდო/დაანარცხა მოწინააღმდეგე მიწაზე; და
  • მოწინააღმდეგის თავი/სხეულის ზედა ნაწილი პირველი შეეხო მიწას.
ქმედებებისავარაუდო დარღვევის ფაქტობრივი ანალიზი
სცენის აღწეათამაშის პირველი ტაიმის დაალხოებით 27:21 წუთზე, „მწვანე“ გუნდი უკანა ხაზით უტევდა მოწინააღმდეგეს მათ ნახევარზე. „მწვანეების“ N 12(ჯონსი)-მა მიიღო ბურთი და შეუტია მოწინააღმდე გუნდს.
აღწერეთ სავარაუდოდ დამრღვევი მოთამაშის ქმედება უშუალოდ ინციდენტის წინ და მის განმავლობაში„ლურჯების“ N 6(სმითი), იცავდა ხაზს და მოემზადა „მწვანეების“ N 12-ს შესაბოჭად. ფეხზე მდგომმა „ლურჯების“ N 6-მა, ორივე ხელი მოხვია ბარძაყებზე „მწვანეების“ N 12-ს და აწია მიწიდან.
აღწერეთ დაშავებული მოთამაშის ქმედებებიბოჭვის შედეგად „მწვანეების“ N12 აღმოჩნდა თავდაყირა.
აღწერეთ ფიზიკური კონტაქტი„ლურჯების“ N 6-მა გააგრძელა „მწვანეების“ N 12-ს ბოჭვა თავით მიწისკენ, როდესაც მისი ფეხები ჰაერში იყო. „მწვანეების“ N12 ხელით შეეცადა დაცემის ძალის შემსუბუქებას. ის საკმაო ძალით დაენარცხა მიწას უმეტესწილად თავით.
აღწერეთ კონტაქტის ეფექტურობა„მწვანეების“ N 12-მა დანარცხების გამო მყისიერად გააგდო ბურთი.
აღწერეთ მატჩის ოფიციალურ პირთა რეაგირება ინციდენტზე(ასეთის არსებობის შემთხვევაში)ინციდენტი შემჩნეული იქნა მსაჯის მიერ. სანქცია - ჯარიმა.
აღწერეთ გუნდის სამედიცინო პერსონალის ქმედება(ასეთის არსებობის შემთხვევაში)გუნდის ექიმი შემოვიდა მინდორზე და „მწვანეების“ N 12-მა დატოვა მინდორი თავის ტრავმის შეფასების მიზნით, რის შედეგადაც ვეღარ გააგრძელა თამაში.

ზემოაღნიშნული ინციდენტის აღწერის შემდეგ, საითინგ კომისარმა უნდა შეაჯამოს მნიშვნელოვანი გარემოებები და გააეთიანოს ისინი მოკლე ფაქტობრივ აღწერილობაში რომლის მეშვეობითაც ჩამოაყალიბებს, თუ რის გამო ამტკიცებს იგი, თუ რა მოხდა ინციდენტისას და მის მერე.

სავარაუდო დარღვევის ფაქტობრივი აღწერა

სავარაუდო დარღვევას ადგილი ჰქონდა როდესაც „ლურჯების“ N 6-მა შებოჭა შეტევაში მყოფი ბურთიანი „მწვანეების“ N12. „ლურჯების“ N12-მა აწია მოწინააღმდეგე მიწიდან და თავდაყირა მდგომარეობაში მყოფი „მწვანეების“ N12 თავით, ძალისმიერად დაენარცხა მიწას

აღწერეთ რა ხდებოდა მოედანზე ინციდენტის შემდეგ

გუნდის ექიმი შემოვიდა მინდორზე და „მწვანეების“ N 12-მა დატოვა მინდორი თავის ტრავმის შეფასების მიზნით, რის შედეგადაც ვეღარ გააგრძელა თამაში.

ინციდენტი შემჩნეული იქნა მსაჯის მიერ. სანქცია - ჯარიმა.

აღწერეთ ინციდენტის შემდგომი მსჯელობა და დასკვნები.

ქმედებებიშესაბამისი საკითხების ანალიზი
ქმედების შესაბამისობა დარღვევასთან მაგალითი: „მე, განვიხილე ყველა არსებული(მოპოვებული) ვიდეომასალა, გავეცანი მოთამაშის და ექიმის განცხადებას/ოქმს, თამაშის წესების გათვალისწინებით და ჩემი კოლეგების (საითინგ კომისრები) შეხედულებების გათვალისწინებით“
აღწერეთ თქვენი მსჯელობის პროცესი„ვფიქრობ, რომ „მწვანეების“ N12 მიმრთ განხორციელდა შუბური ბოჭვა (ის აწიეს მიწიდან და ყირამალა დაანარცხეს მიწას), რა დროსაც მისი თავი პირველი შეეხო მიწას დანარცხების დროს და ეს ქმედება იყო მაღალი დონის რისკის შემცველი სახიფათო თამაში.“
აღწერეთ თქვენი დასკვნები სავარაუდო დარღვევის მიმართ„ზემოთქმულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მსაჯის მიერ დარღვევის მხოლოდ ჯარიმად შეფასება არასაკმარისი სანქციაა და „ლურჯების“ N6 საითინგი მართებულია, მის მიერ სახიფათო შუბური ბოჭვის, 9.18 წესის დარღვევით შესრულებისთვის.“

აღწერეთ დასკვნები და ის გარემოებები რის გამოც თვლით, რომ მსაჯის მიერ ინციდენტის ჯარიმად შეფასება არასაკმარისია მოცემემული შემთხვევისათვის და არსებული ფაქტების და წესების გათვალისწინებით წითელი ბარათის ტოლფასია. ეს უზრუნველყოფს საითინგის რაციონალურობას როგორც მოთამაშის ასევე სადისციპლინო კომისიის/ოფიცრისთვის.

ანალიზი

„მიმაჩნია, რომ „ლურჯების “N6-ს მიერ „მწვანეების “N12-ს შესრულებული შუბური ბოჭვა, რა დროსაც „მჭვანეების “N12-ს თავი პირველი შეეხო მიწას დანარცხების დროს, იყო მაღალი დონის რისკის შემცველი სახიფათო თამაში და 9.18 წესის საწინააღმდეგო ქმედება. “

გადაწყვეტილება

„ზემოთ მოყვანილი მიზეზებიდან გამომდინარე, დარწმუნებით მიმაჩნია, რომ მსაჯის გადაწყვეტილება ინციდენტის მხოლოდ ჯარიმად შეფასება იყო არადეკვატური და ეს დაღვევა იყო წითელი ბარათის ტოლფასი “.

„საითინგის მხარდამჭერი ვიდეომასალა და სამედიცინო ოქმი ამყარებს ინციდენტის დარღვევად შეფასების მართებულობას შედეგად დამდგარი ტრავმის გამო“

გააერთიანეთ ფაქტობრივი გარემოებები დასკვნებთან და თანმიმდევრულად შეადგინეთ „საითინგ კომისრის გაფრთხილების“ წერილობითი ფორმა.

ინციდენტი 2 - სახიფათო დაჯახება -9.16 წესის დარღვევა

მოთამაშე არ უნდა დაეჯახოს ან დაბლა დააგდოს ბურთიანი მოწინააღმდეგე მასზე ხელების მოხვევის მცდელობის გარეშე.

საითინგ კომისარმა უნდა გაითვალისწინოს დარღვევის ყველა ელემენტი:

  • მოთამაშე დაეჯახა/ძირს დააგდო ბურთიანი მოწინააღმდეგე
  • ხელების შემომხვევის მცდელობის გარეშე
ქმედებებისავარაუდო დარღვევის ფაქტობრივი ანალიზი
სცენის აღწეა„ თამაშის მეორე ტაიმის დაახლოებით 52:12 წუთზე, „მწვანე“ გუნდი რაქების სერიით, რაქებთან ახლო დარტყმებით უტევდა მოწინააღმდეგე გუნდს. ამ დროს, „მწვანეების“ N5(კლარკი)-მა მიიღო რაქთან ახლოს ბურთი და შეუტია მოწინააღმდეგეთა დამცველებს.“
აღწერეთ სავარაუდოდ დამრღვევი მოთამაშის ქმედება უშუალოდ ინციდენტის წინ და მის განმავლობაში„რაქთან ახლოს დაცვაში მყოფი ლურჯების N1(ბრაუნი) მოემზადა „მწვანეები“ N5-ს შესაბოჭად“
აღწერეთ დაშავებული მოთამაშის ქმედებები„“მწვანეების“ N5 მიუახლოვდა დაცვის ხაზს გამართულ მდგომარეობაში, ბურთი ეჭირა მარჯვენა ხელით მკერდის სიმაღლეზე.“
აღწერეთ ფიზიკური კონტაქტი„“ლურჯების“ N1-მა, „მწვანეების“ N5-ს ბოჭვისას, მოხრილი, მკერდზე მიბჯენილი ხელით, ხელების მოხვევის მცდელობის გარეშე, წინ მიმართული მარჯვენა მხრით დაეჯახა მოწინააღმდეგეს. „ლურჯების“ N1-ის მარჯვენა მხარი შეეჯახა მოწინააღმდეგის მარჯვენა მკლავს და ძალისმიერი დარტყმით გადავიდა მის თავზე. შეჯახების შემდეგ „ლურჯების“ N1-მა მოახერხა ძირს დავარდნილ „მწვანეების“ N5-ზე ხელების შემოხვევა.“
აღწერეთ კონტაქტის ეფექტურობა„“მწვანეების“ N5 დაეცა მოედანზე და მის ზემოთ ჩამოყალიბდა რაქი. რაქის დაშლის შემდეგ ის დარჩა წაქცეული მიწაზე“
აღწერეთ მატჩის ოფიციალურ პირთა რეაგირება ინციდენტზე(ასეთის არსებობის შემთხვევაში)„ინციდენტი არ იქნა შემჩნეული მატჩის ოფიციალური პირების მიერ“
აღწერეთ გუნდის სამედიცინო პერსონალის ქმედება(ასეთის არსებობის შემთხვევაში)„მწვანეების“ სამედიცინო პერსონალი შემოვიდა მოედანზე, N5-მა დატოვა მოედანი თავის ტრავმის შეფასების მიზნით, შეფასების შემდეგ დაბრუნდა თამაშში.“

შემდეგ, გააერთიანეთ ფაქტობრივი გარემოებები დასკვნებთან მოკლე ფაქტობრივ აღწერაში სადაც ჩამოაყალიბებთ თქვენს ხედვას თუ რა მოხდა ინციდენტისას და უშუალოდ მის მერე. კიდევ ერთხელ, თავი შეიკავეთ თქვენი აზრის გაზიარებისგან, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა დამრღვევი მოთამაშის ქმედებას ან რა განზრახვით მოქმედებდა იგი. ამას თქვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალა და მტკიცებულებები უნდა გამოხატავდეს.

სავარაუდო დარღვევის ფაქტობრივი აღწერა

სავარაუდო დარღვევას ადგილი ჰქონდა როდესაც „ლუჯების“N1(ბრაუნი) წინ მიმართული მართული მარჯვენა მხრით ძალისმიერად დაეჯახა თავში „მწვანეების“N5-ს რომელიც დაჯახების შედეგად დაეცა მიწაზე.

აღწერეთ რა ხდებოდა მოედანზე ინციდენტის შემდეგ

დაშავებულ მოთამაშეს დასჭირდა სამედიცინო შემოწმება, მან დატოვა მინდორი თავის ტრავმის შეფასების მიზნით, გაიარა შემოწმება, შემოწმების შემდეგ დაბრუნდა მოედანზე და ითამაშა მატჩის დასრულებამდე.

სავარაუდო დარღვევა არ იქნა შემჩნეული მატჩის ოფიციალური პირების მიერ

აღწერეთ ინციდენტის შემდგომი მსჯელობა და დასკვნები.

ქმედებაშესაბამისი საკითხების ანალიზი
ქმედების შესაბამისობა დარღვევასთან„მე, განვიხილე ყველა არსებული(მოპოვებული) ვიდეომასალა, გავეცანი მოთამაშის და ექიმის განცხადებას/ოქმს, თამაშის წესების გათვალისწინებით და ჩემი კოლეგების (საითინგ კომისრები) შეხედულებების გათვალისწინებით“
აღწერეთ თქვენი მსჯელობის პროცესი„ ინციდენტის პირველადი განხილვისას, ჩემთვის აშკარა იყო, რომ „ლურჯების“ N1-ს მიერ დაჯახების საწყისი წერტილი იყო „მწვანეების“ N5-ს თავი(ბოჭვა შესრულებული იყო ხელების მოხვევის მცდელობის გარეშე) და ეს ფაქტი იძლეოდა ინციდენტის წითელი ბარათით შეფასების შესაძლებლობას. ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის სხვადასხვა კუთხით განხილვის შემდეგ დადგინდა, რომ დაჯახების საწყისი წერტილი იყო მკერდის/მხრის არე და შემდგომ „ლურჯების“ N1-ს მხარი გადავიდა(აცურდა) თავზე, რაც სერიოზული ტრავმის რისკის შემცველი ქმედებაა, როგორც მოხდა ამ შემთხვევაში.“
აღწერეთ თქვენი დასკვნები სავარაუდო დარღვევის მიმართ„ აღმოვაჩინე, რომ „ლურჯების“ N1-ს სახიფათო თამაში კრიტიკულად ახლოს იყო წითელი ბარათის ზღვართან რადგან კონტაქტის საწყისი წერტილი იყო მოწინააღმდეგის მკერდი/მხარი და შემდეგ კონტაქტი გადავიდა თავზე. ადგილი ჰქონდა ხელების შემოხვევის გვიან მცდელობას როდესაც შებოჭილი მოწინააღმდეგე ეცემოდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით მივიჩნევ, რომ „ლურჯების“ N1-სთვის „საითინგ კომისრის გაფრთხილება“ არის შესაბამისი გადაწყვეტილება“

აღწერეთ დასკვნები და ის გარემოებები რის გამოც თვლით, რომ მოცემემული შემთხვევისათვის, არსებული ფაქტების და წესების გათვალისწინებით „საითინ კომისრის გაფრთხილება“ შესაბამისი გადაწყვეტილებაა. ეს უზრუნველყოფს „საითინ კომისრის გაფრთხილების“ რაციონალურობას მოთამაშისთვის და მისი გუნდისთვის.

ანალიზი

„ ინციდენტის პირველადი განხილვისას, ჩემთვის აშკარა იყო, რომ „ლურჯების“ N1-ს მიერ დაჯახების საწყისი წერტილი იყო „მწვანეების“ N5-ს თავი(ბოჭვა შესრულებული იყო ხელების მოხვევის მცდელობის გარეშე) და ეს ფაქტი იძლეოდა ინციდენტის წითელი ბარათით შეფასების შესაძლებლობას.“

„ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის სხვადასხვა კუთხით განხილვის შემდეგ დადგინდა, რომ დაჯახების საწყისი წერტილი იყო მკერდის/მხრის არე და შემდგომ „ლურჯების“ N1-ს მხარი გადავიდა(აცურდა) თავზე და როგორც ავღნიშნე, დამრღვევის მხრიდან ადგილი ჰქონდა შებოჭილი მოწინააღმდეგისთვის ხელების შემოხვევის დაგვიანებულ მცდელობას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მივიჩნევ, რომ ქმედება იყო სახიფათო, მაგრამ არა წითელი ბარათის ტოლფასი. არსებული ვიდეომასალა იძლევა ასეთი მსჯელობის მართებულობის საშუალებას.“

გადაწყვეტილება

„შედეგად, მივიღე გადაწყვეტილება, „ლურჯების“ N1-ს მიეცეს „საითინგ კომისრის გაფრთხილება“, 9.16 წესის დარღვევით ბურთიან მოთამაშესთან სახიფათო დაჯახების გამო.“ {4

გააერთიანეთ ფაქტობრივი გარემოებები დასკვნებთან და თანმიმდევრულად შეადგინეთ „საითინგ კომისრის გაფრთხილების“ წერილობითი ფორმა.