დოკუმენტები და პოლიტიკის დოკუმენტები

თითოეულმა კავშირმა, შეჯიბრებამ და კლუბმა უნდა შეიმუშაოს აქტივობასა და თამაშში დაბრუნების პოლიტიკის დოკუმენტი, რის დროსაც უნდა უზრუნველყონ ადგილობრივი კანონების დაცვა (ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, დასაქმების, მონაცემთა დაცვისა და COVID-19-ის სპეციფიკური კანონმდებლობის ჩათვლით) და რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ნებისმიერი სამთავრობო ან ადგილობრივი უწყებების პოლიტიკის დოკუმენტებთან. კავშირებმა, შეჯიბრებებმა და კლუბებმა უნდა აკონტროლონ ამგვარი კანონმდებლობისა და პოლიტიკის ცვლილებები და საჭიროებისამებრ შეცვალონ საკუთარი პოლიტიკის დოკუმენტები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ იურისდიქციაში მყოფი რაგბის საზოგადოება გამოიყენებს საუკეთესო პრაქტიკას და დაექვემდებარება ადგილობრივ მოთხოვნებს. საოპერაციო ინსტრუქციების დოკუმენტის შაბლონი ხელმისაწვდომია აქ (დანართი 2), რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს კავშირების, შეჯიბრებებისა და კლუბებისთვის.

ყველა კავშირმა, შეჯიბრებამ და კლუბმა უნდა უზრუნველყოს, რომ მათ პოლიტიკაში გათვალისწინებული იყოს დადასტურების მოთხოვნა მოთამაშეებისა და პერსონალისგან იმის შესახებ, რომ მათ გაიარეს მათი კავშირების მიერ რეკომენდებული გადამზადება, ასე რომ მათ აეხსნათ საუკეთესო ხელმისაწვდომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვარჯიშში და თამაშში დაბრუნებასთან დაკავშირებული ცნობილი რისკების შესახებ. მსოფლიო რაგბის მოდულის “COVID-19 – თამაშში დაბრუნების გაცნობიერება მწვრთნელებისა და მოთამაშეებისთვის” არის მაგალითი სათანადო წყაროსი, რაც კავშირებს, შეჯიბრებებსა და კლუბებს შეუძლიათ რომ გამოიყენონ. ისინი, ვინც ისარგებლებენ ამ მოდულით და შემდგომ წარმატებით დაასრულებენ მას, მიიღებენ სერტიფიკატს.