ვარჯიშში დაბრუნება COVID-19 ინფექციის გადატანის შემდეგ

COVID-19 ინფექციის შემდეგ კლუბის ობიექტებზე დაბრუნება და ვარჯიშის განახლება საგულდაგულოდ უნდა იყოს კოორდინირებული ადგილობრივ ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებებთან, კლუბის სამედიცინო პერსონალთან, მწვრთნელებთან და ფიზმომზადების მწვრთნელებთან.

  • ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდის წარმოადგენს ინფიცირების დაბალ რისკს მოთამაშე, რომელიც უკვე იყო ინფიცირებული. მოიპოვება რამდნიმე მეთოდური რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც ნორმალური აქტივობის აღდგენა ხდება სიმპტომების დაწყებიდან რომელიმე განსაზღვრულ მომენტში და ცხელების ჩაცხრობის და სხვა დანარჩენი სიმპტომებიდან კლინიკური გაუმჯობესებიდან მინიმუმ 3 დღის გავლის შემდეგ.(12) თუმცა, დაავადებაზე ინდივიდუალური პასუხები ერთიმეორისგან განსხვავებული იქნება და ამიტომ არცერთმა მოთამაშემ არ უნდა განაახლოს ვარჯიში, სანამ ამის ნებართვას არ მიიღებს გუნდის ექიმისაგან. ანალოგიურად, კლუბის ობიექტში დაბრუნება და ჯგუფური ვარჯიშების განახლება უნდა გადაწყვიტოს გუნდის ექიმმა ადგილობრივ ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებით.
  • ნებისმიერმა მოთამაშემ, ვინც გამოჯანმრთელდა დადასტურებული COVID-19 ინფექციიდან (ან ეჭვია, რომ მას ჰქონდა ეს დაავადება), უნდა მოიძიოს სამედიცინო პერსონალის რჩევა მანამ, სანამ განაახლებს ინტენსიურ ვარჯიშებს. გასინჯვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სასუნთქ და კარდიოლოგიურ სისტემებს.
  • ვინაიდან არსებობს ლიმიტირებული, მაგრამ მზარდი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ COVID-19 ინფექციის დროს ან მისი გადატანის შემდეგ პიროვნებებს შესაძლოა აღენიშნოთ კარდიოლოგიური პათოლოგიები, რეკომენდებულია, რომ სამედიცინო პერსონალმა მხედველობაში იქონიოს სიმპტომატური მოთამაშის კარდიოლოგიური შემოწმება ვარჯიშში დაბრუნებამდე.(7)
  • საჭიროებისამებრ, შეჯიბრებაში დაბრუნებამდე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ფორმის აღმდგენი ფიზმომზადების პერიოდი მოთამაშის ფუნქციისდა მიხედვით.
  • თუ კავშრმა, კლუბმა ან შეჯიბრებამ დანერგა PCR (პჯრ) ტესტირების პროგრამა და უსიმპტომო მოთამაშეს აღმოაჩნდა დადებითი ტესტი COVID-19-ზე, იგი ისევე უნდა იქნეს იზოლოირებული, როგორც სიმპტომატური მოთამაშის შემთხვევაში მოხდებოდა. სიმპტომების უწყვეტმა არარსებობამ მე-8 დღის ჩათვლით შესაძლოა ხელი შეუწყოს ვარჯიშში ადრეულ დაბრუნებას. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა გონივრული იყოს განმეორებითი PCR (პჯრ) ტესტირების ჩატარება. ვარჯშში დაბრუნების ყოველი ნებართვა გაცემული უნდა იქნეს ადგილობრივი ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებების მიერ.