პერსონალური დამცავი საშუალებების (პდს) გამოყენება პერსონალის დასახმარებლად

პერსონალური დამცავი საშუალებების (პდს) ხმარება დამოკიდებული იქნება ადგილობრივი ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებების პოლიტიკაზე და რაზეც შესაძლოა ზემოქმედება იქონიოს საზგადოებაში COVID-19-ის გავრცელების სიხშირემ.

რაგბისთვის პირველად საზრუნავს წარმოადგენს ის, რომ ახლო კონტაქტი წარმოშობს გადაცემის რისკს. ამ რისკის გასაზომად შეგვიძლია შევაფასოთ ინფიცირებული პირის პოვნის ალბათობა სავარჯიშოდ ან სათამაშოდ თავშეყრილი ხალხის ჯგუფში.

ეს ალბათობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა იქნება, მაგრამ დაექვემდებარება 2 ფაქტორს:

  1. რამდენი აქტიური შემთხვევაა აღნიშნულ საზოგადოებაში ან რეგიონში (გავრცელების სიხშირე);
  2. ჯგუფის სიდიდე რომელთანაც კონტაქტშია პიროვნება. ამ სიდიდის გაზრდისას იზრდება კონტაქტის და, შესაბამისად, ინფიცირების რისკიც.

მაგალითად, თუ აქტიურ შემთხვევათა სიხშირე დაბალია (როგორც ახალ ზელანდიაში ან ავსტრალიაში), მაშინ აქტიურ შემთხვევასთან კონტაქტის და, შესაბამისად, დაინფიცირების ალბათობაც ძალიან დაბალი იქნება. ამისგან განსხვავებით, იმ ქვეყნებში, რეგიონებში, საზოგადოებებში ან კლუბებში, სადაც შემთხვევათა გავრცელების სიხშირე უფრო მაღალია, არსებობს ბუნებრივად გაზრდილი ალბათობა იმისა, რომ ასეთი აქტიური შემთხვევა ვიპოვოთ ხალხის ნებისმიერი ზომის ჯგუფში.

ამის გამო, ვურჩევთ ყველა კავშირს, შეჯიბრებას და კლუბს, რომ შეაფასონ თავ-თავიანთი გავრცელების სიხშირე და აქედან გამომდინარე COVID-19-ის აქტიურ შემთხვევასთან კონტაქტის ალბათობა. ეს ალბათობა, თუკი ის მაღალია, შესაძლოა შემდგომში გამოყენებული იქნეს პდს-ს ხმარების მოთხოვნილების დასაგინად, ან სამედიცინო პერსონალში იმ პირის საპოვნელად, რომელსაც ესაჭიროება უფრო მკაცრი მოთხოვნების პდს-ს ხმარება.

მსოფლიო რაგბიმ შეიმუშავა კალკულატორი, რაც დაგვეხმარება იმის შეფასებაში (მოცემული დაავადების გავრცელების სიხშირისას), თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ინფიცირებული პირი ნაპოვნი იქნეს მოცემული საზოგადოებიდან აღებულ ნებისმიერ 50 კაციან ჯგუფში (ეს არის პირობითი რიცხვი, რაც ასახავს ტიპიურ რაგბის გუნდს – შესაძლოა ამ რიცხვის შეცვლა, რათა დავადგინოთ თუ როგორ იცვლება კონტაქტირების რისკი). მაგალითად, 25 ივნისს დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულ ადამიანთან შემთხვევითი შეხვედრის ალბათობა იყო 12.1%, იტალიაში კი – 9.0%. იმდენად, რამდენადაც ამ ქვეყნებში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა კლებულობს, გარკვეული დროის შემდეგ ალბათობაც შემცირდება და მოსალოდნელია, რომ 22 აგვისტოსთვის იყოს 8.6% და 5.6% შესაბამისად, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში.

აქტიური შემთხვევების ან სავარაუდო აქტიურ ინფექციათა პირველადი მონაცემების გამოყენებით შეგიძლიათ გამოითვალოთ ინფიცირებული ადამიანის პოვნის ალბათობა თავისუფლად არჩეულ 50 კაციან ჯგუფში თქვენსავე ქვეყანაში/რეგიონში. აქ

ზედა მაგალითებში გამოყენებული იყო სავარაუდო რიცხვები. გამოთვლილი ალბათობა შეიცვლება იმისდა მიხედვით, თუ იქნება შესაძლებელი საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების სიხშირის ზუსტი დადგენა. თუმცა, აღნიშნული ალბათობის კალკულატორი შესაძლოა დაგვეხმაროს შეჯიბრებებსა და ვარჯიშებზე პდს-ს გამოყენების დაგეგმვის ორიენტაციაშიც. დიდი ბრიტანეთი კარგი მაგალითია იმ ქვეყნისა, რომელიც გამოდის “ჩაკეტილობიდან” და იწყებს ელიტარული სპორტული აქტივობების განახლებას, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს შიდა გადაცემის მაღალი სიხშირე. დიდ ბრიტანეთში ელიტარული სპორტის ჯგუფებმა მოამზადეს დოკუმენტი, რომელიც აღწერს მათ იურისდიქციაში გამოსაყენებელი პდს-ს მოთხოვნებს (იხილეთ ბმული). როცა ქვეყანში დაავადების გავრცელების მაღალი სიხშირეა, შესაძლოა მოთხოვნა იყოს I, II ან III დონის პდს-ს (სურათი 3) გამოყენების შესახებ.

სურათი 3. პირადი დამცავი საშუალებების ილუსტრაცია (ნებართვით გადმოღებულია და ადაპტირებულია აქედან: Hodgson et al. Pitch side emergency care and personal protective equipment: a framework for elite sport during the COVID-19 pandemic).

უნდა ვიზრუნოთ არა მარტო მოთამაშეების, არამედ მსაჯების და პერსონალის დაცვაზეც. შემდგომი მითითებები ყურად უნდა იქნეს მიღებული დაწესებულება/ობიექტებზე და სათამაშო სიტუაციების დროს.

იმ ქვეყნებისთვის, სადაც დაავადების გავრცელების სიხშირე დაბალია, პირით ხაზთან და მოედანზე მყოფი ექიმებისა და ფიზიოთერაპევტებისთვის შესაძლოა საკმარისი იყოს I დონის პდს, ხოლო ალბათობის ზრდისას რჩევა იქნება უფრო მაღალი დონის პდს-ს გამოყენებისა.

კავშირებმა, შეჯიბრებებმა და კლუბებმა უნდა ითანამშრომლონ ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებებთან, რათა განიხილონ დაავადებათა გავრცელების სიხშირე და განსაზღვრონ პდს-ის ყველაზე შესაფერისი დონე, რაც შესაბამისობაში იქნება ადგილობრივ პოლიტიკასთან.

კლუბის დაწესებულება/ობიექტში:

  • რჩევაა, რომ ყველამ, ვინც შენობაში იმყოფება (მოთამაშეებმა, დამხმარე პერსონალმა და მწვრთნელებმა), თუ არ ვარჯიშობენ – იხმარონ ნიღბები. სამედიცინო სამკურნალო ზონაში სოციალური დისტანცირების (თუკი ეს შესაძლებელია) და ნიღბების ხმარების კომბინაცია ხელს შეუწყობს პერსონალსა და მოთამაშეებს შორის ხანგრძლივი კონტაქტის რისკის შემცირებას. კავშირები, შეჯიბრებები და კლუბები უნდა მისდევდნენ ადგილობრივი ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებების მითითებებს – თუკი საზოგადო ტრანსპორტში ნიღბების ხმარება სავალდებულოა, სავარაუდოდ, მისი ხმარება კლუბის შენობაშიც ასევე ძალიან რეკომენდებული იქნება.
  • მატჩების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი: პირითი ხაზის სამედიცინო პერსონალისთვის შესაძლოა რეკომენდებული იყოს ნიღბების ხმარება, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს პერსონალი არ არის მთლიან შტატზე და მუშაობს ასევე სხვაგან, ობიექტისგან მოშორებით.
  • თუ სახეზეა დაავადების შიდა გადაცემა და დაავადების მაღალი გავრცელების სიხშირე მაშინ, როცა გუნდები თამაშში ბრუნდებიან და ამასთან, პერსონალს აქვს მაღალი რისკი იმისა, რომ ან სხვები ამყოფოს ან თვითონ იყოს კონტაქტურ გარემოში ინფიცირებულ ან სიმპტომატურ პირებთან:
    • მსოფლიო რაგბი რეკომენდაციას იძლევა, რომ ყველა ღონე ვიხმაროთ (სკრინინგი და ტესტირება), რათა თავიდან ავიცილოთ სიმპტომატური მოთამაშის მოედანზე მოხვედრა. თუ ყველა მიღებული ზომა აკმაყოფილებს ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებათა მოთხოვნებს, შეიძლება (მათთან) შეთანხმება იმის თაობაზე, თუ პდს-ს რომელი დონეა საკმარისი.
    • იმ სიტუაციებში, როცა მთავრობის მიერ რეკომენდებული დისტანცირება შესაძლოა ვერ იყოს შენარჩუნებული, რეკომენდებულია ქირურგიული ნიღბების ხმარება.
    • სადაც COVID-19 გავრცელების სიხშირე მაღალია, პერსონალსაც და მოთამაშეებსაც აქვთ მაღალი რისკი იმისა, რომ ან სხვები ამყოფონ ან თთვითონ იყვნენ კონტაქტურ გარემოში ინფიცირებულ პირებთან.
      1. კავშირებმა, შეჯიბრებებმა და კლუბებმა უნდა შეაფასონ შესაბამისობა ადგილობრივი ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებების რეგულაციებთან, მაგრამ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ გავრცელება-ალბათობის კალკულატორი რისკის შეფასებისას, რათა მიიღონ გადაწყვეტილება პდს-ს გამოყენების თაობაზე.
    • სასუნთქი გზების მართვა, როგორიცაა ჰაერგამტარი საშუალებების გამოყენება, ან მექანიკური ან ნებისმიერი ფორმის ვენტილაცია, არის აეროზოლ-წარმომქმნელი პროცედურები, რის გამოც დამატებითი ზრუნვა არის სჭირო, რათა თავიდან იქნეს აცილებული პერსონალის დაუცველობა კონტაქტირებისას. ამ სიტუაციაში, სადაც საზოგადოებრივი გადაცემის რისკი მაღალია, კავშირებმა, შეჯიბრებებმა და კლუბებმა უნდა გაითვალისწინონ სპეციალურად დანიშნული გადაუდებელი დახმარების გუნდის წევრის ყოლა, რომელიც მზად იქნება, როცა ამის გაკეთება პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, აღიჭურვოს და მოიხმაროს III დონის პდს.
    • გუნდის ექიმმა და ფიზიოთერაპევტმა, რომლებიც მართავენ უგონოდ მყოფ მოთამაშეს, უნდა შეაფასონ სასუნთქი გზები, სუნთქვა და ცირკულაცია და შეინარჩუნონ სწორხაზოვანი სტაბილიზაცია. თუ საჭიროა მოთამაშის გამოყვანა ან სასუნთქი გზების მართვა, ეს უნდა განახორციელოს ამისთვის დანიშნულმა გადაუდებელი დახმარების გუნდის წევრმა, აღჭურვილმა პდს-ს III დონით.