პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა
ახალგაზრდა მოთამაშისთვის პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა გადამწყვეტია - რომ განვავითაროთ ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ მატჩის დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღება, სამწვრთნელო გარ ემო უნდა იყოს განპირობებული, ისე რომ მოთამაშეებს მიეცეთ შესაძლებლობა ივარჯიშონ სიტუაციების ამოცნობაში, იპოვონ პრობლემის გადაჭრის გზები და შემდეგ რეაგირება მოახდინონ სიტუაციის შესაბამისად. სწორედ აქ შეუძლიათ მწვრთნელებს უდიდესი გავლენის მოხდენა მოთამაშეების წახალისებით, რომ სცადონ სხვადასხვა რამ და ისწავლონ შეცდომებზე.
აქ მოცემულია რამდენიმე მარტივი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ წვრთნის დროს შექმნათ პოზიტიური სასწავლო გარემო.
- ყოველთვის გქონდეთ მიზანი / მიზანი თქვენი ვარჯიშის
- დაუსვით კითხვები მოთამაშეებს რომ შეამომწოთ მათი ცოდნა და დაწრმუნდეთ რომ ესმით:
- რას აკეთებენ (ტექნიკური დეტალები)
- როგორ უკავშირდება ის თამაშის პრინციპებს (ტაქტიკური დეტალი)
- რა გავლენას მოახდენს მათი ქმედებები თამაშზე
- მიეცით საშუალება თქვენს მოთამაშეებს დაუშვან შეცდომები და იპოვონ პრობლემების გადაწყვეტები თქვენი დახმარებით
- დააკვირდით და გააანალიზეთ კრიტიკულად
- მიაწოდეთ მაღალი ხარისხის პოზიტიური და კონსტრუქციული ინდივიდუალური უკუკავშირი კონკრეტული ძირითადი ფაქტორების მიმართ
- შედეგად გამოასწორეთ ხარვეზები და აღნიშნეთ/გამოარჩიეთ კარგი პრაქტიკას
- იმუშავეთ კითხვის დასმის უნარებზე, რათა წაახალისოთ სწავლა. იმის ნაცვლად, რომ უთხრათ თქვენს მოთამაშეებს, რა გააკეთონ (მწვრთნელზე ორიენტირებული წვრთნის სტილი), გამოიყენეთ კითხვის დასმის ეფექტური უნარები, რათა წაახალისოთ თქვენი მოთამაშეები დაფიქრდნენ თავიანთ შესრულებაზე (მოთამაშეზე ორიენტირებული წვრთნის სტილი)
- დააჯილდოვე ძალისხმევის მცდელობა (მცდელობის პროცესი), ისევე როგორც მიღწევა (შედეგის მიღწევა), რადგან ძალისხმევა არის სწავლისა და გაუმჯობესების საშუალება.
კარგი მწვრთნელს მართებს;
- მიიღოს საუკეთესო ყველა მოთამაშისგან (არა მხოლოდ გამოცდილისგან/ნიჭიერებისგან)
- მუდმივად გააუმჯობესოს ყველა მოთამაშე (არა მხოლოდ გამოცდილი/ნიჭიერი)
- ტექნიკის განვითარება უნარებად (მოთამაშეებისათვის თამაშის სიტუაციების შექმნით)
- განავითაროს მოთამაშებში „თამაშის შეგრძნება“ (მათი უნარი გაიგონ თამაში და მათი ქმედებების შედეგი)
- დაინახოს რა არის სწორი და შეაქოს
- დაინახოს რა არის არასწორი, ამოიცანოს რატომ არის არასწორი, და შეეძლოს გამოსწორება.
თითოეული სამწვრთნელო ვარჯიშში უნდა იყოს დაცული შემდეგი პრინციპები:
- აქტიური
- გამოიყენეთ თამაშები შემცირებული შემადგენლობით/აქტივობები რომლებშიც ყველა ჩართულია, სახალისოა, მოიცავს შეჯიბრების ელემენტს და ანვითარებს მოთამაშეების უნარს
- უნარების სწავლაში ყველა წაახალისეთ (ნაკლებ უნარიანი დამწყები შეიძლება მოგვიანებით წარმატებული იყოს)
- შეინარჩუნეთ მაღალი აქტიურობის დონე - ნაკლები საუბარი, მეტი აქტივობა
- მიზანმიმართული
- ყურადღება გაამახვილე მხოლოდ ერთ ან ორ მთავარ ფაქტორზე
- ჩართეთ მოთამაშეები საკუთარ სამწვრთნელ გარემოში კითხვების დასმის გზით
- მიეცით საშუალება ყველა მოთამაშეს სცადოს ყველა სათამაშო პოზიცია - დღევანდელი ბურჯი შეიძლება იყოს ხვალინდელი ცხრა ნომერი! რაგბი გვიანი სპეციალიზაციის სპორტია - ასე რომ, არ არის საჭირო მოთამაშეების პოზიციების ადრე განსაზღვრა - თუ ამას გააკეთებთ, შესაძლოა შეზღუდოთ მათი განვითარება!
- ვარჯიშების დროს გამოიყენეთ სხვადასხვა სამწვრთნელო სტილები
- თვითშეფასება გაუკეთეთ თქვენს ჩატარებულ ვარჯიშს, სხვა მწვრთნელებთან და მოთამაშეებთან განხილვის გზით
- სახალისო
- დაგეგმეთ თქვენი ვარჯიშები ისე, რომ იყოს სახალისო, მრავალფეროვანი და სასიამოვნო ყველასთვის
- იფიქრეთ წვრთნის გრძელვადიან ეფექტებზე - მოერიდეთ „ყველაფრის ფასად მოგებას“
- დააჯილდოვეთ ძალისხმევა ისევე როგორც მიღწევები - დარწმუნდით, რომ მოთამაშეებს ესმით, რომ წარმატება და უკეთესი მოთამაშედ დადგომა გამომდინარეობს დიდი შრომის ფასად - და არა მხოლოდ მოგებით
- მოწინააღმდეგეების, ოფიციალური პირებისა და მაყურებლების პატივისცემის ხელშეწყობა
- უსაფრთხო
- დარწმუნდით, რომ ყველა აქტივობა უსაფრთხოა – ყველა მწვრთნელმა უნდა დაასრულოს ‘რაგბისათვის მზაობა’ და ტვინის შერყევის მართვის ონლაინ სასწავლო მოდულები, რომლებიც ხელმისაწვდომია მისამართზე https://passport.world.rugby/, ასევე უნდა იყოს სათანადო კვალიფიკაცია მწვრთნელისთვის!
- დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ვარჯიში, თუ უსაფრთხოება დარღვეულია
- ჩართეთ გახურება და გაგრილება ვარჯიშში ყოველ ჯერზე, რათა მოთამაშეებმა განავითარონ თამაშის სათამაშოდ საჭირო ფიზიკური უნარები
- დააჯგუფეთ ბავშვები ფიზიკური განვითარების მიხედვით, სიმაღლისა და წონის გამოყენებით
- მოერიდეთ განვითარების ძალიან განსხვავებული დონის მქონე ბავშვების დაჯგუფებას, განსაკუთრებით კონტაქტის ადრეული განვითარების დროს
- ცუდ ქცევასთან გამკლავების დროს იყავით თანმიმდევრულები.