პასი მიწიდან

ბურთიანმა მოთამაშემ უნდა:
  • მიუახლოვდეს ბურთს დაბალი, მძლავრი და სტაბილური პოზიციით
  • ჩავიდეს მენჯებში, მოიხაროს მუხლებში
  • მარჯვენა ხელით პასის გაკეთებისას განათავსოს მარჯვენა ფეხი ბურთთან (მარცხენა ფეხი მარცხენა ხელით პასის გაკეთებისას)
  • სტაბილურობისთვის, მეორე ფეხი განათავსოს კომფორტული დისტანციაზე, ფეხის წვერთი პასის მიმართულებით
  • თავი იქონიოს ბურთს ზემოთ, მზერა ყურადღებით ბურთზე
  • სწრაფი მოძრაობით, ‘მოაცილოს’ ბურთი მიწას მიმღებისკენ, იზრუნოს, რომ არ გააკეთოს ორი გამიჯნული მოძრაობა (ბურთის წამოწევა და შემდეგ პასი)
  • მარჯვნივ პასის გაკეთებისას, გამოიყენოს მარჯვენა ხელი სტაბილურობისთვის, ხოლო მარცხენა სიმძლავრისთვის და პირიქით.
  • ორივე ხელი გააყოლოს ბურთს მიმღების მიმართულებით