ხელიდან ბურთის დარტყმა (აბრაგანი)

დარტყმამდე, დამრტყმელმა უნდა:
  • მიიღოს დაბალანსებული, სტაბილური, ძლიერი ტანის პოზიცია
  • საპირისპირო მხარი იქონიოს წინ: თუ მარჯვენა ფეხით არტყამს, მარცხენა მხარი; მარცხენა ფეხი - მარჯვენა მხარი
  • დაიკავოს ბურთი ორი ხელით, ერთი წვერით ტერფისაკენ, მეორეთი ცისკენ
  • გაშალოს ხელები ბოლომდე (იდაყვები გამართული)
  • იქონიოს შუატანი მძლავრად, შემდეგ გაიტანოს (გადატენოს) ფეხი მენჯის და მუხლის მოხრასთან ერთად
  • დააგდოს ბურთი ფეხზე, ამავდროულად ტანის პოზა უნდა იყოს გამართული და ზემოთ გაშლილი, თავით ოდნავ წინ
დარტყმის მიმდინარეობისას, დამრტყმელმა უნდა:
  • გადააბიჯოს არა - დამრტყმელ ფეხზე, რომელიც სამიზნესთან ერთ ხაზზე უნდა იყოს გასწორებული
  • გაშალოს ფეხი, მენჯის და მუხლის გამართვის ხარჯზე
  • თავი იქონიოს დახრილი და წინ
  • კონტაქტი გააკეთოს ტერფის შიდა ნაწილზე მყოფი ძვლით (ბუცის შესაკრავი) და ბურთის წერტილით, ტერფი უნდა გაიშვიროს მიწისკენ
  • შეინარუნოს ფეხების სისწრაფე კონტაქტის მიმდინარეობისას
დარტყმის შემდეგ, დამრტყმელმა უნდა:
  • შეინარჩუნოს წინსვლის ინერცია, სხეულით სამიზნისკენ მოძრაობით
  • გააყოლოს ბურთს დამრყმელი ფეხი სამიზნისკენ და მოძრაობა დაასრულოს მაგ მიმართულებით
  • გაყვეს წინვლის ინერციას წინ, არა - დამრტყმელი ფეხით, რომ დაეშვას იმავე ფეხზე
  • გააყოლოს საპირისპირო ხელი სამიზნისკენ ბურთს, რომ შეინარჩუნოს წონასწორობა და მიმართულება
  • იქონიოს თავი დახრილ მდგომარეობაში და წინ, სანამ გაყოლა დასრულდება