წინაღობებით სპრინტის ვარჯიში

სისწრაფის ტექნიკის ვარჯიშზე მანამდე მოზარდების ონლაინ სასწავლო მოდულში ვისაუბრეთ.წინაღობებით და დახმარებებით სპრინტის წვრთნა უფრო მოწინავე მეთოდია და ის სისწრაფის და აჩქარების განვიათრებაში შეიძლება დაგვემხაროს.მაგრამ როგორც წინაღობებით ვარჯიშის დროს ეს მეთოდებიც ისეთ მოთამაშეებთან უნდა გამოვიყენოთ რომელთაც შესაფერისი საწვრთნელი გამოცდილება აქვთ. გვახსოვდეს რომ ქრონოლოგიურიმა ასაკმა არ უნდა განსაზღვროს ის თუ ვინმე მზადაა თუ არა უფრო მოწინავე სავწრთნელი მეთოდებისთვის.

წინაღობებით სპრინტის წვრთნა ასევე ცნობილია როგორც სპრინტის დატვირთვა, იგი წინაღობებს აჩქარების ფეთქებადი აქტივობების გასაუმჯობესებლად იყენებს. წინაღობებით სპრინტის ვარჯიშის მთავარი მიზანი სხეულის აჩქარებისთვის საჭირო ძალის გაზრდაა რისი მეშვეობითაც ფეხის კუნთების ძალის და სიმძლავრის გაუმჯობესება ხდება. ძალისა და სიმძლავრის გაძლიერება უნდა გავდავიდეს/გადავიტანოთ გაზრდილი ნაბიჯის სიგრძეში რაც შედეგად სისწრაფეს გაზრდის (Jeffs,2014).

წინაღობებით სპრინტის ვარჯიშის მეთოდები სხვადასხვა გვარი შეიძლება იყოს:

  • მიზიდულობის წინაღობით სპრინტი, მაგ. აღმართზე სირბილი ან კიბეებზე/საფეხურებზე სირბილი
  • გაზრდილი ტვირთი მაგ. აღვირი, პარაშუტი, ციგა წონით, თანაგუნდელის მიერ დაჭერა , მძიმე ჟილეტი

აჩქარების ტექნიკის ასპექტებზე ხაზგასმით სამუშაოდ ასევე ძალიან სასრაგებლოა წინაღობებით სპრინტის წვრთნა (Jeffs,2014). წინაღობებით ვარჯიში მოთაშეს უფრო მეტ აჩქარების სწორ ბიომექანიკურ პოზიციებში სამუშაოდ უფრო კომფორტული ხდის ,რადგანაც აჩქარებისთვისწინ გადახრილი სხეული იდელაურია (Jeffs,2014, Petrakos et al, 2015). წინაღობებით სპრინტით ვარჯიშის დროს მოთამაშეს სხეულის იდეალური პოზიცია შეუძლია იგრძნოს და როდესაც წინაღობა არ გვაქვს ეს უკეთეს ტექნიკაში უნდა გადავიდეს.

როდესაც წინაღობებით სპრინტის წვრთნას ვიყენებთ მნიშვნელოვანია შევნიშნოთ რომ მოთამაშემ გამართული ტექნიკური მოდელი უნდა შეინარჩუნოს. ანუ არ უნდა შევცვალოთ აჩქარების ბიომექანიკა. წინაღობებით სპრინტის წვრთნისთვის იდეალური წონის შერჩევა კამათის საგანია, რადგანაც სამუშაო წონა რომელიც სპრინტის გაუმჯობესებას აჩვენებს, ციგაზე დადებული ტვირთი სხეულის წონის 12% დან 43% –მდე მერყეობს( Petrakos et al, 2015). ასევე მიიჩნევა რომ უფრო მძიმე წონების გათრევა ჩარქებისათის შეიძლება იყოს იდეალური, მაშინ როცა მსუბუქი წონებით ციგის დატვირთვა უფრო სასარგებლო მაქისმალური სიჩქარის განვითარების მცდელობაში შეიძლება იყოს ( Petrakos et al, 2015).

თუ დაქანებულ/დახრილ წინაღობას ვიყენებთ(ისეთი როგორიცაა აღმართზე სირბილი) ზედმეტად ციცაბო დაქანება მოთამაშის მოძრაობის მექანიკაზე იქონიებს გავლენას და მოძრაობას მნიშვნელოვნად შეანელებს(Jakalski,2002,faccioni,1995) კარგი წვრთნისათვის 5-10 გრადუსის დაქანება ანაც პატარა აღმართი შეიძლება უფრო სასარგებლო სტიმული იყოს (Jeffs,2014).

სპრინტის დროს მძიმე ჟილეტების გამოყენება, რომელბიც სხეულის წონის 15–20 % მდე იწონის ,10–30 მეტრის მანძილზე სპრინტის დროს აუმჯობესებს(Hansen et al 2015). წინაღობებით სპრინტით ვარჯიშთან ასოცირებული სიკეთებიით სასრგებლობით მაქსიმიზებისთვის მწვრთნელმა ხაზი უნდა გაუსვას:

  • მუხლის და მკლავის ფეთქებად მოქმედებას
  • მიწიდან ფეხის ფეთქებად მოწყვეტას.