მცირე ზომის(რაოდენობის) თამაშები
საწვრთნელ პროგარმაში მცირე ზომის თამაშების გამოყენება, სპეციფიურობის ჩასართავად ძალიან კარგი გზაა.მცირე ზომის თამაშები არსებითად ინტენსიური თამაშებია რომლებიც მოძრაობის ნიმუშებს, რაგბის ტექნიკურ და ტაქტიკურ უნარებს ასტიმულირებს.(Hoffman, et al,2014;Vaz et al,2016). მოთამაშეების რაოდენობა და მოედნის ზომები სხვადასვხა გვარად შეიძლება შემცირდეს რაც დამოკიდებულია იმ საწვრთნელ სტიმულზე რისი მიღწვეაც მწვრთნელს სურს. სასურველი საწვრთნელი სტრესის მისაღწევად თამაშის წესებიც შეიძლება შეიცვალოს. მცირე ზომის თამაშებმა პოპულარობა მოიპოვეს რადგანაც ისინი უნარებზე და ფიზიკურ მომზადებაზე ერთდროულად სამუშაოდ კარგი საშუალებაა.კვირაში ორჯერ, 8 კვირის განმავლობაში მცირე ზომის თამაშებთ წვრთთნამ აჩვენა რომ აუმჯობესებს სპრინტისა და გამძლეობის შესრულებას რაგბის მოთამაშეებში, რაც იმას გვეუბნება რომ იგი ფიზიკური მომზადების წვრთნის ეფექტური მეთოდი შეიძლება იყოს(Seitz et al,2014).
კვლევებმა აჩვენა რომ მცირე ზომის თამაშები ფიზიოლოგიური ადაპტაციას იწვევს რაც ფიზიკური მომზადბასგაუმჯობესებს ამ ადაპტაციებს განაგებს კი ის შეზღუდულობები რომელსაც, მწვრთნელი უწესებს თამაშს (Vaz et al,2016) მაგალითად მწვრთნელს შეუძლია რომ მოედნის ზომა,მოთამშეების რაოდენობა ან თამაშის წესები იმისთვის შეცვალოს რომ თამაში უფრო მეტად უნარების(ოსტატობის) დომინანტი თუ უფრო მტად ფიზიკური მომზადების დომინანტი გახადოს.ეს ბუნებრივად მოთამაშეების ფიზოლოგიურ კონდიცირების ადაპტაციაზე იქონიებს გავლენას.