სპეციფიურობა

რაგბიში ფიზიკური მომზადება სხვადასხვა ნაირად შეიძლება გაკეთდეს.რადგანაც მოედანზე ჩვენ შესრულების გაუმჯობესების თვალთახედვიდან ვვარჯიშობთ, ამიტომ წვრთნისას სპეციფიურობის პრინციპი მნიშვნელოვანია.მაშინ როცა მოედნის გარშემო წრეებზე და გრძელ მანძილებზე დაფუძნებული სირბილი გააუმჯობესბედა აერობულ გამძლეობას და ფიზიკურ მზაობას ეს სულაც არა იდეალური მომზადება რაგბისათვის. აერობული გამძლოება მნიშვნელოვანია ,ინტენსიური მაქისმალურ ძალისხმევებს შორის სწრაფი აღდგენის გაუმჯობესებისათვის და მოედანზე დაუღლელად გადაადგილებისათვის, მაგრამ დიდი მოცულობის აერუბული გამძლეობის წვრთნამ ძალის, სიმძლავრის და სისწრაფის შენაძენები შეიძლება დააბლაგვოს და ზედმტი ვარჯიშისგან ტრავმების პოტენციური რისკი გაზარდოს.(Brunker and Khan ,1994).

თამაშთან დაკავშირებული მაღალი ინტენსიობის ინტევრალებით წვრთნა(თდმიიწ) ,მცირე ზომის თამაშები და რაგბის სპეციფიური წრიული ვარჯიშები, რაგბიში გამოყენებული ფიზიკური მომზადების პოპულარული მეთოდებია, რომლებიც გამძლეობის განვითარებაში შეიძლება დაგვემხაროს და ამავე დროს ისინი თამაშის მოთხოვნების სპეციფიურია.