მოცულობის და ინტენსიობის მანიპულაცია

მთავარი გზა რომელიც მოთაამშეებზე დაკისრებული სამუშაო დატვირთვის საკონტროლებლად მწვრთნელმა შეიძლება გამოიყენოს არის ინეტნსიობას და მოცულობას შორის არსებული ურთიერთკავშირის ცოდნა. როდესაც საწვრთნელ პროგრამას ვქმნით ამ ურთიერთკავიშრის ცოდნა ერთერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესია.

მოცულობა არის წვრთნის დროს შესრულებული ტოტალური(სრული) ატქივობის ოდენობა (Bompa and haff,2009). ეს როგორც ვარჯიშის ხანგრძლივობა ისე შეგვიძლია გავიაზროთ. სისწრაფის და გამოძლეობის აქტივობების დროს გარბენილი მანძილი ან როდესაც წინაღოებბით ვვარჯიშობთ მოცულობის დატვირთვა არის სერიების(მისვლები) გამეორებების რაოდენობები გამრავლებული აწეულ წონაზე( Bompa and Haff,2009).

ინტენსიობის ტექნიკური განსაზღვრება არის დროის გარკვეულ მოკავეთში გაწეული სამუშაოს ოდენობა, მოცემულ დროის ერთეულში რაც უფრო მეტი სამუშაო შესრულდება მით მეტია/მაღლია ინეტსნიობა( Bompa and Haff,2009). ჩვენს მოთამაშეებში გულის ცემის ინტენსიობის გაზომვის ჩვეულებრივი გზაა რადგანაც ის მოთამაშის მუშაობის ობიექტურ სურათს გვაძლვეს(თუ რამდენადა მაგრა მუშაობს ის) . რომ გავამარტივოთ მოცულობა შეიძლება ჩავთვალოთ იმად თუ რამდენს მუშაობს(ირჯება) მოთამაშე და ინტესნიობა კი შეიძლება მივიჩნიოთ იმად თუ რამდნად მაგრად იხარჯება /მუშაობს მოთამამაშე.

მოცულობასა და ინტენსიობას შორის უკუ/საპირისპირო ურთიერთკავშირია(ეს ქვემოთ მოცუმელ ფიგურაშია გამოსახული) და საწვრთნელი პროგრამის შექმნისას ის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მოცულობა მაღალია ზოგადად ინტენსიობა დაბალია და პირიქით( Bompa and haff,2009). წვრთნის დროს მაღალი ინტენსიობის ძალისხმევებს მათი ბუნებიდან გამომდინარე დიდ ხანს ვერ შევინარჩუნებთ.მაშინ როცა დაბალი ინეტსიობის ძალისხმევები ხანგრძლივი დორის განმავლობაში შეიძლება შევინარჩუნოთ მაგალითად, გრძელ მანძილზე სირბილი. მოცულობასა და ინტენსიობას შორის არის კომპრომისი/დათომბა/გაცვლა გამოცვლა რაც მწვრთნელმა უნდა იცოდეს როდესაც საწვრთნელ პროგრამას ქმნის. მაგალითად თუ მწვრთნელი ამ კავშირს არ გაითვალისწინებს და ეცდება რომ ორივე, მოცულობა და ინტენსიობა გაზარდოს მაშინ მოთამაშეებზე მაისურად გაიზრდება საწვრთნელი დატვირთვა რამაც პოტენციურად გადაწვრთნა შეიძლება გამოიწვიოს და ტრავმების რისკის გაზარდოს.

რადგანაც არსებითად საწვრთნელი დატვირთვა არის მოცულობა გამრავლებული ინეტნსიობაზე ფრთხილად უნდა ვიყოთ როდესაც იმ საწვრთნელ დატვირთვას ვზრდით რომლის (გაზრდილი დატვირთვის)ატანაც მოთამაშეს შეუძლია.

როდესაც მწვრთნელი მოცულობას ან ინეტსნიობას ცვლის ან ზოგ შემთხვევაში უფრო მოწინავე ათლეტებში კი ორივეს, ეს დამოკიდებული შეიძლება იყოს სეზონის დროზე და ამ ფაზაში წვრთნის ფოკუსზე. ჩვენ ახლა სეზონის სხვადასვხა დროს დატვირთვის ჩვეულებრივ დაყოფას შევეხებით.