აგვგ მოდელი

აგვგ მოდელი არის, წვრთნის, შეჯიბრის და აღდგენის მრავალეტაპიანი გზა, რომელიც სპორტში მოთამაშის ინდივიდუალურ გამოცდილებას და ფიზიკურ აქტივობას წარმართავს. აგვგ ეტაპები გვაძლევს ყველა საკის განვითარებისათვის შესაფერის პროგრამებს და მიზნად აქვს თამაშში მონაწილეობის გაზრდა და შესრულების ოპტიმიზება (Canada sport Institute, 2014). რაგბი კლასიფიცირდება როგორც გვიანი სპეციალიზაციის სპორტი და აგვგ მოდელის მეექვსე ეეტაპი(რომელიც ქვემოთ დებარე ისრის დიაგარამაშია ნაჩვენები) ხშირად გამოიყენება გრძელვადიანი დაგეგმვისათვის. (Balyi and Hamilton, 2004). თითოეულ ამ ეტაპზე დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ. ეს მოდელი ილუსტრირებულია ქვემოთ მოცემულ სურათში (Canada Sport Institute, 2014).

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი ძალიან პოპულარულია მას ხარვეზები მაინც აქვს. იგი თეორიულია და ამავე დროს არსებობს მოთამაშეების გრძელ ვადიანი განვითარების სხვა მოდელები. ამ მოდელის ხარვეზებზე საუბარი მეორე დონის ფიზ.მომზადების სემინრაში იქნება, მაგრამ ერთი რამ აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, კერძოდ ის რომ ეს ეტაპები დაფუძნებულია ქრონოლოგიური ასაკზე და როგორც მანამდე ვისაუბრეთ , ქრონოლოგიური ასაკი ხშირად არაა კავშირში მოთამაშის მომწიფებასა და განვითარებასთან.

გრძელ ვადიანი განვითარების ყველა მოდელი თეორიაზეა დაფუძნებული და ძალიან რთულია იმის დამტკიცება, რომ ისინი ნამდვილად მუშაობენ. ისინი გვაძლევენ ჩარჩოს მაგრამ არ წარმოადგენენ „ოქროს წესებს“, რომლებსაც სიტყვა სიტყვით უნდა მივყვეთ. ვინ იტყვის, რომ რომთამაშეს არ შეუძლია გრძელ ვადიანი განვითარების მოდელის შემდგომ ეტაპზე გადასვლა ცოტა ადრე ან ცოტა გვიან ვიდრე მოდელიშია ნათქვამი. შეუშლის ეს ხელს მათ სარაგბო განვითარებას? რეალობაში არა. და ამიტომ აგვგ–ის ეს მოდელი, ისევე როგორც ყველა სხვა, უნდა გამოვიყენოთ როგორც სახელმძღვანელო და მათ არ უნდა შეგვზღუდონ ჩვენს გადაწყვეტილებებში იმ მოთამაშეებთან მიმართებაში, რომლებსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ.

ამერიკის ეროვნულმა ფიზ.მომზადების ასოციაციამ (NSCA) 2016 წელს ათლეტის გრძელ ვადიან გავნითარებაზე საკუთარი პოზიცია გაავრცელა და ა 10 სახელმძღვანელო წესი გამოაქვეყნა, რომლებიც ფიზიკური განვითარების ნებისმიერი გრძელვადიანი გეგმით სარგებლობისას უნდა გავითვალისწინოთ. ეს წესები ქვემოთაა მოცემული( NSCA 2016) და ისინი სასარგებლო ათვლის წერტილებს გვაძლევენ, რომლებსაც უნდა მივყვეთ როდესაც ნორჩი მორაგბეების ფიზიკურ უნარებს ვწვრთნით.

No.აღწერა
1.ათლეტის გრძელვადიანმა განვითარების პროცესმა უნდა გაითვალისწინოს მოზარდის ზრდისა და განვითარების არა სწორხაზოვანი ბუნება და ძალიან ინდივიდუალიზბული ხასიათი.
2.ყველა ასაკის, უნარების და გაქანებების მოზარდები ჩართულნი უნდა იყვნენ ათლეტის გრძელვადიან განვითრების პროგრამაში, რომელიც ხელსუწყობს მათ ფზიკიურ მომზადებას და ფსიქოლოგიურ/მენტალურ მდგრადობას.
3.ყველა მოზარდი უნდა წავახალისოთ, რომ ადრეული ბავშვობიდან გაიუმჯობესოს ფიზიკური მდგომარეობა. მთავარი ყურადღება უნდა გავამახვილოთ მოტორული უნარებისა და კუნთოვანი ძალის განვითრებაზე.
4.ათელტის გრძელვადიანი განვითარების სისტემამ უნდა წაახალისოს მოზარდთა ადრეული მოსინჯივის (სპორტის სხვადასხვა სახეობებსა და თამაშებში მონაწილეობა) მიდგომა, რომელიც მოტორული უნარების ფართო სპექტრის განვითარებას უწყობს ხელს.
5.ბავშვის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მუდამ უნდა იყოს ათლეტის გრძელვადიანი განვითარების პროგრამების მთვარი დოგმა.
6.მოზარდები უნდა მონაწილებდნენ ფიზიკური მომზადების ისეთ ვარჯიშებში, რომლებიც ხელს უწყობს ტრავმების რისკის შემცირებას და უზრუნველყოფს მათ მიმდინარე მონაწილეობას ათლეტის გრძელვადიანი განვითარების პროგრამაში.
7.ათლეტის გრძელვადიანი განვითარების პროგრამამ ყველა მოზარდისათვის უნდა მოგვცეს საწვრთნელი მეთოდების ფართო სპექტრი, რომლებიც გააუმჯობესებენ, როგორც ჯანმრთელობასთან ასევე ოსტატობასთან დაკავშირებულ ფიზკური მომზადების კომპონენტებს.
8.მწვრთნელებმა უნდა გამოიყენონ მონიტორინგისა და შეფასების შესაბამისი მეთოდიკა, როგორც ათლეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ნაწილი.
9.მოზარდებთან მომუშავე მწვრთნელებმა, ათლეტის გრძელ ვადიანი განვითრების წარმატებისთვის, სისტემატიურად უნდა განავითარონ და გააინდივიდუალურონ სავარჯიშო პროგრამები.
10.ათლეტის გრძელვადიანი განვითარების პროგარამის წარამტებისთვის აუცილებელია კვალიფიციური პროფესონალები და კარგი პედაგოგიური მიდგომა.