ათლეტის გრძელვადიანი განვითარება( აგვგ)

ათლეტის გრძელვადიანი განვითარების თეორია, რომელიც არა მხოლოდ რაგბის არამედ სპორტის სხვა სახეობებსაც ეხებოდა, თავდაპირველად გავლენიანმა კანადელმა მეცნიერმა, დოქტორმა იშტვან ბალიმ წამოაყენა, რომელიც 1990 იან წლებში კანადის სპორტის ინსტიტუტში მუშაობდა. დღესდღეობით აგვგ მოდელი, რომელიც ბალიმ და კოლეგებმა შემოგვთავაზეს მწვრთნელთათვის და ადმინისტრატორთათვის ძირითად სახელმძღვანელო ნიმუშად იქცა ტექნიკურ, ტაქტიკურ და ფიზიკურ უნარებში მოთამაშეთა უკეთ მოსამზადებლად (Balyi et al 2005). ეს არაა უხეში, დირექტიული მოდელი. ის შეიძლება გამოვიყენოთ როგორც გარკვეული სახემღძვანელო წესების წყება, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამს მოთამაშეებზე ორიენტირებულ მიდგომას. აგვგ დაფუძნებულია 10 მთავარი პრინიპის ერთობლიობაზე, რომელებიც ქვემოთ გამოსახულ სქემაზეა მოცემული (Balyi et al 2005).

ყველა ეს პრინციპი თავის მხრივ მნიშვენლოვანია და აგვგ მოდელის საფუძველს ქმნის. ამ პრინციპების დაწვრილებითი ახსნა შესავალი მოდულის ფარგლებს სცილდება, მაგრამ ზოგიერთი ძირითადი საკითხი თავიდანვე უნდა გავიაზროთ

თავდაპირველად მწვრთნელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მოთამაშის პეტენციალის სრული განვითარებისათვის დროა საჭირო. 10 წლიანი წესი გვეუბნება, რომ ათლეტის პოტენციალის სრულად გამოსავლენად საჭიროა ხშირი და მუდმივი ვარჯიში. მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რგორც აუცილებელი მოთხოვნა მათთვის ვისაც უბრალოდ რაგბის თამაშში სურს იყოს ჩართული. ის სახელმღძვანელოა მათთვის, ვისაც სპორტის ამა თუ იმ სახეობაში საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა სურს.

მეორე მთავარი პრინციპი კავშრიშია, როგორც მოთამაშის ზრდასა და განვითარებსთან, ისე თამაშის ტექნიკურ საბაზო უნარებსა და მოძრაობის ფუნდამნეტურ უნარებში მისი ოსტატობის ამაღლებასთან.

მესამე მთავარი პრინციპი ეხება მოთამაშეების ადრეულ/ნაადრევ სპეციალიზაციას. იგი შეიძლება პრობლემატური გახდეს და შეაფერხოს მნიშვნელოვანი ფუნდამნეტური უნარების განვითარება ეს კი თავის მხრივ შეიძლება წინ უძღვოდეს ზედმეტ ვარჯიშსა და „გადაწვას“. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ბავშვები უნდა წავახალისოთ, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობები მოსინჯონ, რაც მათ განვთარებას წაადეგება.

და ბოლოს მწრთნელებმა უნდა გააცნობიერონ ის სოციალური კონტექსტი, რომელშიც მოთამაშე მატჩისას იმყოფება. გარდა ამისა აუცილებელია იმ მენტალური/შემეცნებითი და ემოციური განვითარების ეტაპების მნიშვნელობის ცოდნა, რომლებიც მოთამაშის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე წარმოიქმნება.