ვარჯიშის სწავლა

ამ ეტაპის მთავარი მიზანია საერთო/საბაზო უნარების სწავლა (Canada Sport Institute, 2014). ამ ეტაპთან დაკავშირებული ასაკობრივი ზღვარია ბიჭებში 9–12 წელი, ხოლო გოგონებში 9–11 წელი. ბალისა და ჰამილტონის მიხედვით სასურველია, რომ სპორტის სპეციალიზებული უნარები შვიდიდან თერთმეტ წლამდე განვავითაროთ.

9 დან 12 წლამდე პერიოდი ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვების მოტორული განვითარებისთვის. ის ნაჩვენებია ზემოთ მოცემულ შესაძლებლობების ფანჯრებში. ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვები, განვითარების მხრივ, მზად არიან შეიძინონ სპორტის საბაზო უნარები, რომლებიც ნებისმიერი სპორტული განვითარების ქვაკუთხედია (Balyi and Hamilton, 2004). ამ ეტაპზე მთავარი მიზანი ფზიკური განათლებაა, რადგანაც მწვრთნელს სურს, რომ მოთამაშეებმა შეიძინონ თვითრწმენა, კომპეტენცია, მოტივაცია და რაგბის თამაშით იხალისონ ( Canada Sport Institute, 2014).

განვითარების ამ ეტაპისთვის მთავარი ფოკუსი ისევ თამაშებზე დაფუძნებული მეთოდით საბაზო უნარების სწავლებაა. მოთამაშის ფიზიკური განვითარებაც მას უნდა მოერგოს. ამ ეტაპზე ბავშვებს კონცენტრაციის საკმარისი უნარი შეიძლება ჰქონდეთ იმისათვის, რომ ძალიან სტრუქტურირებული და ფორმალური ფიზიკური ვარჯიშები შეასრულონ. ამიტომ ფიზიკური შესაძლებლობების წვრთნის ინტეგრირება სარგბო სავარჯიშოებსა და თამაშებში ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე სისწრაფე, სისხარტე, ძალა და მოქნილობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური უნარებია რაგბის სათამაშოდ და შესაბამისად ისინი უნდა განვავითაროთ. გახურება და მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნება ვარჯიშის ის მონაკვეთებია სადაც ზოგიერთ მათგანზე უპრობლემოდ შეიძლება ვიმუშაოთ. ვარჯიშის ძირითადი ნაწილი კი ისე უნდა დავგეგმოთ, რომ მცირე ზომის თამაშებშის გამოყენებით, მოთამაშეს საშუალება მივცეთ განავითაროს ტექნიკური, ტაქტიკური და ფიზიკური უნარები.